ჭდე: იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილის გაძარცვული სახლ-მუზეუმის ისტორია

იაკობ გოგებაშვილის გაძარცვული სახლ-მუზეუმის ისტორია

“დედა ენის” შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის გაძარცვული სახლ-მუზეუმის უცნობ ისტორიას და მის კეთილ დასასრულს თამარ მეტრეველი გვიზიარებს: “სამაგალითო კაცი 90-იან წლებში, როცა ქვეყანას უკიდურესად უჭირდა, (თუმცა ქართულ ისტორიას უარესი ამბებიც ახსოვს), როცა არც სინათლით და ეკონომიურადაც არ ვიყავით განებივრებულები და თან, ახლადნატყვიარი საქართველო ისედაც ძმათამკვლელი ომის გამო გმინავდა – იქით აფხაზეთი იწვოდა და აქეთ სამაჩაბლო, “ქურდს […]

ეს არის “დედა ენა”?!

ეს არის "დედა ენა"?!

იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” სკოლებში დაბრუნდა. ამ ინიციატივას ქართული საზოგადოება დიდი ზარ-ზეიმით გამოეხმაურა. თამრიკო მესხმა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” ფოტო გაავრცელა და საზოგადოებას ერთადერთი კითხვით მიმართა: – ამას ზეიმობდით?! ეს არის “დედა ენა”?!

ისტორია “დედა ენაზე”, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ

ისტორია "დედა ენაზე", რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ

“დედა ენაზე” ბოლო დღეები ბევრს საუბრობენ და ამის მიზეზი მისი სკოლებში დაბრუნებაა. ლევან თაქთაქიშვილი: “დედა ენა! არ მეგონა რომ როდისმე თავისუფალ საქართველოში გოგებაშვილის “დედა ენას” დაცვა დასჭირდებოდა. ამ თემაზე საუბარს მისი ისტორიით დავიწყებ: იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ დედა ენას საუკეთესო დამცველი გამოუჩნდა: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პიროვნება კი ლუარსაბ ბოცვაძე, მისი გარდაცვალების შემდეგ 1919 წელს, ეს […]

დააფასეთ იაკობ გოგებაშვილი ისე, როგორც იმსახურებს!

დააფასეთ იაკობ გოგებაშვილი ისე, როგორც იმსახურებს!

– იაკობ გოგებაშვილი არაა დაფასებული ისე, როგორც იმსახურებს! და დღეს საერთოდ გადაუსვეს ხაზი! – აცხადებს გია ჭანტურია: “მაშინ, როდესაც 20 კაციდან ერთმა თუ იცოდა წერა-კითხვა, იაკობი გაეცნო მაშინდელი მსოფლიოს განათლების სისტემებს, მეთოდოლოგიებს და იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, გერმანულ განათლების სისტემაზე და სწავლების მეთოდებზე დაყრდნობით, მართლაც და გენიალური ქართული სახელმძღვანელო შექმნა! დიახ, “დედა ენა” იმ დროს […]

აი, როგორ “დედა ენას” გააკეთებდა დღეს იაკობ გოგებაშვილი

აი, როგორ "დედა ენას" გააკეთებდა დღეს იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილი თავის “დედა ენის” დღეს – XXI საუკუნეში, აიფონებისა და კომპიუტერების ეპოქაში სულ სხვანაირად შეადგენდა. ნიაზ დიასამიძე ირწმუნება, რომ გოგებაშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს: “ბარემ ქალთა და ვაჟთაც აღვადგინოთ და ეგ არის… აი ია… იაკობ გოგებაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს… პირიქით! მაგრამ ის თავის ეპოქაში სწავლობდა ბავშვების მოთხოვნილებებს და მათთან ერთად აყალიბებდა ანბანის იმ მომენტისთვის სახალისო […]

იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” = ბავშვისთვის გასაგებს

იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" = ბავშვისთვის გასაგებს

იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ბრუნდება. ამ სიახლემ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი სიახლეს მიესალმება, ნაწილი კი – კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კოტე იანტბელიძე: “მთელი დღეა, ,,დედა ენა” მესმის და ძლივს მოვიცალე, რომ დამეწერა ერთი-ორი სიტყვა. ამ ორ სიტყვამდე, ასპირანტურაში დისერტაცია ვწერე ,,დედა ენაზე”, წერა-კითხვის სწავლების მეთოდებზე და ზოგადად, სწავლების ქვეცნობიერ მეთოდებზე. იმ პერიოდშივე […]

ლევან ბერძენიშვილი იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” წინააღმდეგია

დააბრუნეთ გოგებაშვილის "დედა ენა"!

ილიაუნის პროფესორი ლევან ბერძენიშვილი იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში დაბრუნების წინააღმდეგია: “საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!”

მაკა ბურდული საზოგადოებრივმა არხმა გაანაწყენა

მაკა ბურდული საზოგადოებრივმა არხმა გაანაწყენა

რეჟისორი მაკა ბურდული საზოგადოებრივმა არხმა გაანაწყენა. პირველ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, რეჟისორს სურდა წმინდა ნინოზე მის მიერ გადაღებული ფილმი ეჩვენებინა, თუმცა საზოგადოებრივი არხი ფილმით არ დაინტერესდა: “პირველ ივნისს მოვინდომე ჩემი გადაღებული, იაკობ გოგებაშვილის საღმრთო ისტორიიდან “წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელი” საზოგადოებრივი არხით მეჩვენებინა. თემით ვერ დავაინტერესე ვერაფრით ტელე მაგნატები.”

იაკობ გოგებაშვილი: “განათლება ორლესული იარაღია!”

იაკობ გოგებაშვილი: "განათლება ორლესული იარაღია!"

ქართველებისთვის “დედა ენის” შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ განათლება ორლესული იარაღია და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო: “განათლება ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს… მშობლიური ენის და წიგნის უარყოფა, გამოუსადეგ რამედ ჩათვლა, თავის თავის უარყოფა, თავისი თავის გათახსირებაა…” […]

იაკობ გოგებაშვილი: ”საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია”

იაკობ გოგებაშვილი: ”საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია"

სამწუხაროდ, იაკობ გოგებაშვილი ისე არ არის დაფასებული, როგორც ეკადრება. “დედა ენის” შემდგენმა დაგვიტოვა ისეთი ჩანაწერები, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. “არტინფო” პატარა ამონარიდს გთავაზობთ: “საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია, მიწა-წყალი, მამული, სამშობლო… წაართვით ერს მისი მიწა-წყალი, მისი ტერიტორია და იგი დაჰკარგავს არა მარტო ნიადაგს არსებობისას, არამედ, მოსწყდება იმ დიდებულს ისტორიულს სულსაც, რომელიც სამშობლოში ტრიალებს.”