ჰორიზონტი

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველომ ოსკარზე წარსადგენი ფილმი გამოავლინა. სპეციალურმა კომისიამ 6 განაცხადიდან საუკეთესოდ რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე” მიიჩნია. ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”, მარიამ ხაჭვანის „დედე”, ნიკოლოზ ხომასურიძის “ექვთიმე ღვთისკაცი” და გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი”.

ლაშა ხალვაში კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ლაშა ხალვაში კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში კანის რიგით 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. კანის კინოფესტივალზე ამერიკულმა გამოცემამ Variety 10 ყველაზე წარმატებული პროდიუსერი დაასახელა. გამოცემამ რჩეულთა შორის ის პროდიუსერები შეარჩია, რომელთა ფილმებიც წელს ევროპისა და ამერიკის წამყვან კინოფესტივალებზე მონაწილეობდნენ და გამარჯვებები მოიპოვეს. ჩამონათვალში მოხვდნენ ოსკარის, ოქროს გლობუსის, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული ფილმების პროდიუსერები. მათ შორის ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში. ლაშამ […]