გულბათ ტორაძე

გულბათ ტორაძე გარდაიცვალა

გულბათ ტორაძე გარდაიცვალა

ცნობილი მუსიკისმცოდნე, ხელოვნების ქურუმი, არაერთი წიგნის ავტორი, კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესიორი გულბათ ტორაძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოპერის მომღერალმა ნიკოლოზ ლაგვილავამ გაავრცელა: “ძალიან ბევრი კომპლიმენტი და გულშემატკივრობა მახსოვს მისგან. თავის საქმის მცოდნე, მრავალი რამის მომსწრე და შემფასებილი, ყველასათვის საყვარელი ბატონი გულბათი. ნათელში ამყოფოს ღმერთმა…”

ხელოვნების ქურუმი გულბათ ტორაძეს

ხელოვნების ქურუმი გულბათ ტორაძეს

ცნობილი მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს ხელოვნების ქურუმის მფლობელია. მას ეს ჯილდო კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა გადასცა. კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი გულბათ ტორაძე უამრავი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის „ღირსების ორდენის“ კავალერი. გულბათ ტორაძემ მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას თავისი ახალი წიგნები “სულხან ცინცაძე”, “ელისო ვირსალაძე” და “მოგონებები” შესთავაზა.