Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: გოგი გვახარია

გოგი გვახარია: “ძველ ქართულ ფილმებს რას უპირებთ?”

გოგი გვახარია: "ძველ ქართულ ფილმებს რას უპირებთ?"

კინომცოდნე გოგი გვახარია მთავრობის მიერ მიღებულ ახალ კანონს ეხმაურება, რომელიც თამბაქოს აკრძალვას ეძღვნება. გოგი გვახარია: “კინოში თამბაქოს ჩვენების აკრძალვა რა სისულელეა? ძველ ქართულ ფილმებს რას უპირებთ? გაგახსენებთ, რომ თავის დროზე “მშრალმა კანონმა” კინაღამ გადაიყოლა მიხეილ გორბაჩოვი. დაიმახსოვრეთ, შემოქმედებით პროცესში ჩარევა არის დანაშაული, რომლისთვისაც ყოველთვის, ყველა ეპოქაში მოეკითხებოდა ხოლმე ცენზორს. ჰო… და ცენზურა არასდროს არაა “ბოროტი”. […]

გოგი გვახარია: “მთავარი არის ანიტა”

ანიტა რაჭველიშვილის კიდევ ერთი წარმატება

– მთავარი არის ანიტა, – ასე აფასებს კინომცოდნე გოგი გვახარია მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს: “რა თქმა უნდა, ამაზე გენიალური ცოტა რამ შექმნილა. შეყვარებულები ქვესკნელში ცოცხლად კვდებიან, მაგრამ ბედნიერები არიან, რადგან ერთად არიან. შურისმაძიებელი ამნერისი კი ისევ მარტოა. სტუდენტებს ხშირად ვუამბობ ხოლმე ამ სცენაზე. მე მგონი, ვერდის მუსიკალური დრამატურგია აქ შექსპირის დონეზე ადის მართლა. მაგრამ ეს […]

“გაბედა რომელიმე ჩვენმა რეჟისორმა ისტორიის ასეთი შემობრუნება?”

გოგი გვახარია: "რა გჭირთ მწერლებს?"

კინომცოდნე გოგი გვახარია რეჟისორ ელდარ შენგელაიას ერთ-ერთ ბოლო ფილმს “სავარძელს” აფასებს: “სავარძელი ძალიან ცუდი მეტაფორაა. იმდენად ცუდია, რომ გეკარგება სურვილი, ნახო ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი, რომელსაც ყველაფერთან ერთად ცუდი ტრეილერი აქვს. სავარძელი არის გაცვეთილი, ბანალური, გადაღეჭილი მეტაფორა – ვიცით, ბატონო, რომ წარმატებაზე და, შესაბამისად, ძალაუფლებაზე ოცნება არა მარტო ”ქართული ოცნებაა” და არა მარტო ქართველებს გვახასიათებს. […]

“ამის აღიარება რაინდობაა”

გოგი გვახარია ნინო ანანიაშვილს: ,,უხერხულია!”

აცხადებს კინომცოდნე გოგი გვახარია: “5 წელია დედას ვუვლიდი. ბევრი რამე ვისწავლე და გამოვცადე. სასოწარკვეთის წუთებიც მახსოვს და ის წუთებიც, როცა ჩემს თავს ვეუბნებოდი, ვინაიდან მჯერა, რომ შემთხვევითობა მართლაც მხოლოდ შემთხვევითობაა, ამ ტანჯვის მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალო; მაგალითად, იმ ხალხს ვურჩიო რაღაცეები, ვინც ჩემსავით ემშვიდობება ახლა ყველაზე საყვარელ ადამიანს. ჰო, აუცილებლად დავწერ ამის შესახებ, ვფიქრობდი ამას… […]

“იდიოტები იცოცხლე ბევრი გვყავს”

გოგი გვახარია: "ნიჭიერი ეტლში"

– ჩვენ გვჭირდება კულტურის სამინისტრო, რომელიც ხელოვნებას იდიოტებისგან დაიცავს და არა მოემსახურება იდიოტებს, – ეს სიტყვები კინომცოდნე გოგი გვახარიას ეკუთვნის, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. გოგი გვახარია: “1981 წელს საფრანგეთის ახლადდანიშნულმა კულტურის მინისტრმა, ჟაკ ლანგმა ღია წერილით მიმართა მთავრობას და ნაციონალურ კონგრესს მოეხსნათ “პორნოგრაფიის” გრიფი ოშიმას ფილმისთვის “გრძნობათა იმპერია”. “ნუ ურევთ დიდ ხელოვნებას და პორნოგრაფიასო…” ლანგს […]

“წითელი ზონა” დახურეს?

გოგი გვახარია: "ნიჭიერი ეტლში"

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის განვითარების ხედვა წარმოადგინა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ არხზე არსებული გადაცემები იხურება. დახურულ გადაცემათა ჩამონათვალში მოხვდა გადაცემა “წითელი ზონაც”. გადაცემის ავტორმა გოგი გვახარიამ ამ თემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა: “კვაზისააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს გვახარიამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა რომ ამ შაბათს “წითელი ზონის” ბოლო გადაცემა გადის. რაც სიცრუეა – […]

“საქართველოში მტერი თუ გყავს, უნდა ისურვო კულტურის მინისტრად დანიშნონ”

გოგი გვახარია ნინო ანანიაშვილს: ,,უხერხულია!”

არჩევნების დასრულებასთან ერთად, მთავრობაში სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი აქტიურ ფაზაში შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრი თანამდებობას დატოვებს. კინომცოდნე და კრიტიკოსი გოგი გვახარია კულტურის მინისტრის თანამდებობას ეხმაურება და ამ თანამდებობაზე დასანიშნად მხოლოდ მტერი ემეტება. გოგი გვახარია: “საქართველოში მტერი თუ გყავს, უნდა ისურვო კულტურის მინისტრად დანიშნონ. თუ გინდა ადამიანი გაფუჭდეს, იქ უნდა გაუშვა, რადგან არც ერთ სხვა მინისტრს […]

გოგი გვახარია ქართულ კინოში არსებულ პრობლემაზე

გოგი გვახარია ნინო ანანიაშვილს: ,,უხერხულია!”

კინომცოდნე გოგი გვახარია ქართულ კინოში არსებული სხვადასხვა პრობლემებიდან ერთ-ერთზე აკეთებს აქცენტს და საზოგადოებას განმარტებას აძლევს. გოგი გვახარია: “მგონი, გასაგებია (გუშინდელი ზოგიერთი სტატუსის და კომენატრის შემდეგაც), რატომ არ არის გარემო ქართულ კინოში. გარემო რომ იყოს კინოში, ეს გარემო უნდა გიყვარდეს. აი, როგორც, მაგალითად, ალმოდოვარს უყვარს მადრიდი, ან რომერს პარიზი, ფლაერტის ალიასკა და ოძუს ტოკიო. კინო ხომ […]

“ეროვნული” არ იქმნება თაღებით, ვაზის ორნამენტებით, ჩოხებით და ჩიხტიკოპებით”

გოგი გვახარია: "რა გჭირთ მწერლებს?"

“არაფერი არ ანგრევს ”ეროვნულობას”, როგორც ფოკლორიზებული მასკარადი, როგორც ეროვნულის გადაქცევა კიტჩად” – ეს კინომცოდნე გოგი გვახარიას სიტყვებია. გოგი გვახარია: “ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტური” – სტალინური სოცრეალიზმის მოთხოვნა საბოლოო ჯამში ყველაფერი ეროვნულის მოსპობით დასრულდა. არაფერი არ ანგრევს ”ეროვნულობას”, როგორც ფოკლორიზებული მასკარადი, როგორც ეროვნულის გადაქცევა კიტჩად. ”ეროვნული” არ იქმნება თაღებით, ვაზის ორნამენტებით. ჩოხებით და ჩიხტიკოპებით.. არც ხალხური […]

გოგი გვახარია: “აქ რომ გული უჩუყდება ქართულ სიმღერაზე…”

გოგი გვახარია: "ნიჭიერი ეტლში"

კინომცოდნე და გადაცემა ”წითელი ზონას” წამყვანი გოგი გვახარია ყოველთვის დროულად ეხმაურება საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარე მოვლენებს და თავის მოსაზრებებსაც საჯაროდ გამოთქვამს. ამჯერად კინომცოდნე ღიად საუბრობს საქართველოსა და ევროპის, ქართველებისა და ევროპელების ურთიერთობებზე. გოგი გვახარია: “აქ ვინც მუშაობს, ევროპელები, ვისაც უმუშავია, უცხოვრია… აქ რომ გული უჩუყდება ქართულ სიმღერაზე, “ასეთი კიტრი და პამიდორი, ასეთი ხილი არავის […]