ჭდე: გოგა მესხი

ქართველი მომღერლები ბრიტანულ იქს ფაქტორში

ბრიტანული იქს ფაქტორის ისტორიაში პირველად – ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. გოგა მესხი და მარიამ ივარდავა ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური კონკურსებიდან გაიცნო. მარიამ ივარდავამ თავისი და მეუღლის მონაცემები ბრიტანული იქს ფაქტორის შესარჩევ ტურზე გადააგზავნა და დადებითი პასუხი მიიღო. ახლა მომღერალი ცოლ-ქმარი სპონსორის ძიებაშია, რათა დროულად ჩაფრინდნენ ბრიტანეთში და მონაწილეობა მიიღონ პროექტში. გოგა მესხი: – ჩემმა მეუღლემ, […]

გოგა მესხი დაქორწინდა

მომღერალი გოგა მესხი დაქორწინდა და საქართველოდან წავიდა. მისი რჩეული 18 წლის მარიამ ივარდავაა. გოგამ და მარიამმა ერთმანეთი “ახალი ქართული ხმის” კონკურსზე გაიცნეს. ორივემ წარმატებით გაიარა ბრმა ქასთინგი და შემდეგ ტურებშიც გადავიდა, მაგრამ მარიამმა უფრო ადრე დატოვა პროექტი, ვიდრე გოგამ. გოგა მესხი პირველად ფართო საზოგადოების წინაშე პროექტში “ვარსკვლავების აკადემია” წარსდგა, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი გასტროლები უცხოეთში. მოგვიანებით, […]

გოგა მესხმა ხმა დაკარგა

მომღერალმა გოგა მესხმა ხმა დაკარგა. ის ამ მიზეზით მუსიკალურ შოუს “ერთი ერთში” გამოეთიშა და ბოლო მეცხრე ტურში, რომელიც ნახევარფინალი იყო, მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის შესახებ მომღერალმა ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე განაცხადა და თავის გულშემატკივრებს მოუწოდა სმს-ები გიორგი სუხიტაშვილისთვის გაეგზავნათ. როგორც გადაცემის წამყვანმა კახა კინწურაშვილმა განაცხადა, კონკურსის წესების თანახმად, გოგას ავადმყოფობამ მას ყველაზე დაბალი ქულები არგუნა. […]

გოგა მესხმა თავის რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა

“ერთი ერთშის” მონაწილე კონკურსანტმა და მომღერალმა გოგა მეხსმა თავის რჩეულს მარიამ ივარდავას ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა. გოგას საკონკურსო ნომრის დასრულების შემდეგ, როდესაც მან ჯო კოკერი განასახიერა, სიტყვა ითხოვა და საჯაროდ განაცხადა, რომ დარბაზში იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა და ხელის თხოვნას აპირებდა: “დარბაზში ზის გოგონა, რომელიც ძალიან მიყვარს, ამიტომაც მინდა, რომ ხელი ვთხოვო”. სცენაზე ასულ […]