ჭდე: გოგა ჩანადირი

“ნახეთ, რა ხდება იშხანში”

გინახავთ იშხნის ეკლესიის თვალმისმომჭრელი იატაკი?

იშხანი ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. ტაძრის რესტავრაცია საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის წარმოებული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყო. თურქული მხარე სარესტავრაციო სამუშაოებს ქართველი სპეციალისტების გარეშე აწარმოებს. ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი იშხანში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ შესრულებული სამუშაოები უგემოვნობისა და არაკომპეტენტურობის პიკია. გოგა ჩანადირი: “ეს ფოტოები პირველად ქვეყნდება. ნახეთ, რა ხდება იშხანში, რა […]

“შენთან დამაბარეს, რომ ბევრ ადამიანს სჭირდები”

მაია ასათიანი

მაია ასათიანს კოლეგები, მეგობრები, გულშემატკივრები და რიგითი მაყურებლები სრულ თანადგომას უცხადებენ. ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი კი ჟურნალისტს განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს: “მას შემდეგ, რაც ბერი ანდრიას ფონდზე დავწერე და აღვნიშნე მაია ასათიანის წვლილი, რამდენიმე ადამიანი შემეხმიანა. ისინი დიდი ტკივილით თანაუგრძნობდნენ მაიას შვილის გარდაცვალებას, მაგრამ ამასთანავე, მადლიერებას გამოხატავდნენ იმ სიკეთის გამო, რასაც ეს გოგო მათთვის აკეთებდა. ბევრ უცნობ […]

“ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია”

გოგა ჩანადირი საზოგადოებას თავისი მრავალრიცხოვანი ამბებიდან, ერთ-ერთ ისტორიას აცნობს, რომელიც ჟურნალისტ მაია ასათიანს ეხება: “მამა ანდრია 23 წლის გახდებოდა. 16 წლის იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მალევე გარდაიცვალა სიმსივნით. მან დედას სთხოვა, რომ ტკივილი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მოვლით დაეძლია. დედა თინათინმა თანამოაზრეებთან ერთად ბერი ანდრიას ფონდი ჩამოაყალიბა და დიდ დიღომში თავშესაფარი გახსნა. ძირითადად რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები […]

“ჩვენი ენა ჩვენი მოსაფრთხილებელია”

გოგა ჩანადირი, რომელიც ფოტოხელოვანია, სხვადასხვა სოციალური აქციების ინიციატორიც არის – “ჩავყაროთ ნაგავი”, “ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს”, “ჩვენ გვიყვარს წიგნები”, “დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან”. ყველა აქციას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და გოგასთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც ცდილობენ საკუთარი მცირე წვლილი შეიტანონ ამ აქციების არსებობაში. 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გოგამ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, […]

“გთხოვთ, დაიწყოთ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მრავალფეროვანი ინიციატივებით გამოირჩევა და მოქალაქეებს ხან ნაგვის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებს, ხანაც მოძრაობის წესების დაცვისკენ. ამჯერად გოგა პრემიერ მინისტრს და პარლამენტარებს მიმართავს და სთხოვს დღესვე დაიწყონ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად. გოგა ჩანადირი: “თქვენს გამო ახალი წლიდან დღემდე, ანუ ბოლო ერთ თვეში გზებზე უკვე ბევრი ადამიანი დაიღუპა. ზღვარს გადასცდა ის პასიურობა, რასაც თქვენ იჩენთ. […]

“არაფერი ამართლებს სახელმწიფო ენის უგულვებელყოფას”

“ექსპოჯორჯიას” მე-11 პავილიონში “თბილისის წიგნის დღეები” მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა გამომცემლობები მკითხველს ახალ წიგნებს სთავაზობენ. რიგით მკითხველებთან ერთად, ფესტივალს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირიც სტუმრობდა, რომელიც ორგანიზატორებმა გაანაწყენეს. გოგა ჩანადირი: “უკიდურესად გავბრაზდი იმის გამო, რომ უკვე მეორე წელია, “ექსპოჯორჯიის” მე-11 პავილიონში “თბილისის წიგნის დღეები” იმართება და გამომცემლობათა სტენდებზე ორგანიზატორები ქართულ წარწერას არ აკეთებენ. შარშან ამის გამოსწორება თავაზიანად ვითხოვე. […]

“საქმე სოც-არტის განგებ ხელყოფასთან გვაქვს”

– ვფიქრობ, საქმე გულგრილობასთან, ან სოც-არტის განგებ ხელყოფასთან გვაქვს, – აცხადებს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი. ის დედაქალაქში სოც-არტის განგებ ხელყოფის კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს და ნახევრად ჩამონგრეული ცნობილი მოზაიკის ფოტოებს აქვეყნებს. გოგა ჩანადირი: “მეტროსადგურ “300 არაგველთან” მდებარე ბოჭორმის ქუჩაზე შევნიშნე, რომ ცნობილი საბჭოთა მოზაიკის ნახევარი ჩამონგრეულია. ჩემი ვარაუდით, ეს სამშენებლო კომპანიის მიზეზით მოხდა. ვფიქრობ, რომ საქმე გულგრილობასთან, […]

“აუცილებლად გამოსასწორებელი საკითხია”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სამოქალაქო აქტივობით გამოირჩევა და თანამოაზრეებიც მრავლად ჰყავს. “ჩავყაროთ ნაგავი”, “ჩვენ გვიყვარს წიგნები” – ეს იმ აქციების მხოლოდ ნაწილია, რომლებსაც გოგა ჩანადირი საზოგადოებაში აქტიურად უწევს პოპულარიზაციას. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი გოგასთვის ქართული ენის უგულებელყოფაა. გოგა ჩანადირი: “ვერ ვხვდები, ჩემი სახელმწიფო მე, მისსავე მოქალაქეს ჩემს სახელმწიფოში ინგლისურად რატომ უნდა მელაპარაკებოდეს? გზებზე, სადაც მხოლოდ ავტობუსმა […]

“შეცდომაა – აფხაზეთი დავკარგეთ! სწორია – აფხაზეთი წაგვართვეს!”

27 სექტემბერი უახლეს ისტორიაში საქართველოსთვის უმძიმესი დღეა – სოხუმის დაცემის დღე. “შეცდომაა – აფხაზეთი დავკარგეთ! სწორია – აფხაზეთი წაგვართვეს!” – ამ განცხადებას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი აკეთებს. გოგა ჩანადირი: “შეცდომაა – აფხაზეთი დავკარგეთ! სწორია – აფხაზეთი წაგვართვეს! წართმეულს იბრუნებენ, დაკარგულს – არა. აფხაზეთის ომი ორივე მხარის კისერზეა, რადგან ვერ ავირიდეთ რუსეთის ბოროტი გეგმები. ეს ომი აფხაზებსა […]

“თქვენ მკვლელებად ყალიბდებით!”

– იცით, რომ თქვენ, სწორედ თქვენ, მკვლელებად ყალიბდებით? – ასეთი კითხვით მიმართავს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტარებსა და საქართველოს მოქალაქეებს და ამის მიზეზსაც დეტალურად განმარტავს. გოგა ჩანადირი: “პრემიერ-მინისტრო! პარლამენტარებო! საქართველოს მოქალაქეებო! იცით, რომ თქვენ, სწორედ თქვენ, მკვლელებად ყალიბდებით? იცით, რომ თქვენი მიზეზით საქართველოში ყოველდღე 2 ადამიანი იღუპება? გავეცანი შსს-ს ოფიციალურ მონაცემებს ავტოსაგზაო შემთხვევებზე. 2016 […]