ჭდე: გოდერძი ჯანელიძე

გოდერძი ჯანელიძის 3 პრიზი საერთაშორისო კონკურსზე

გოდერძი ჯანელიძის 3 პრიზი საერთაშორისო კონკურსზე

ოპერის მომღერალმა გოდერძი ჯანელიძემ რიმსკი-კორსაკოვის სახელობის რიგით XI საერთაშორისო კონკურსზე 3 პრიზი მოიგო. ოპერის ახალგაზრდა მომღერლებისთვის ჩატარებულ კონკურსზე ქართველმა მომღერალმა მთავარი პრიზი – გრანპრი, მაყურებლის სიმპათია და არტისტიზმის ნომინაციაში გაიმარჯვა. გოდერძი ჯანელიძე სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. მის სახელზე არაერთი გრანპრი და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულის დამადასტურებელი დიპლომია.

გოდერძი ჯანელიძემ საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიგო

გოდერძი ჯანელიძემ საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიგო

ოპერის მომღერალმა გოდერძი ჯანელიძემ საოპერო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი და მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა. რიგით მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში გაიმართა. ”შალიაპინის საღამოები უფაში” –  ასეთია ფესტივალის სახელწოდება, რომელშიც რუსეთის წამყვანი თეატრების ოპერის მომღერლები მონაწილეობდნენ. ქართველმა მომღერალმა პირველობა არავის დაუთმო და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

ქართველი მომღერალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი გოდერძი ჯანელიძე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. გოდერძიმ პირველი პრემია დაიმსახურა რიგით მე-11 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ელენე ობრაზცოვას სახელობისაა და იგი ოპერის ახალგაზრდა მომღერლებისთვის იმართება. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებიდან საუკეთესო ქართველი ბანი გახდა. მეორე პრემია მონღოლმა და რუსმა კონკურსანტებმა გაიყვეს, მესამე პრემიის მფლობელი კი ორი კონკურსანტი გახდა რუსეთიდან. ელენე ობრაზცოვას სახელობის კონკურსზე მაყურებლის სიმპათია […]

გოდერძი ჯანელიძე – კიდევ ერთი ქართველი დიდ თეატრში

ახალგაზრდა ქართველმა საოპერო მომღერალმა გოდერძი ჯანელიძემ მოსკოვის დიდ თეატრში გამართულ მოსმენაზე წარმატება მოიპოვა და თეატრის ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ანსამბლ “რუსთავის” მომღერალი ამბობს, რომ ანზორ ერქომაიშვილთან და მის მომღერლებთან საუკეთესო წლები და მოგონებები აკავშირებს, თუმცა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. დიდ თეატრში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში, ქართველ მომღერალს გერმანიიდანაც დაუკავშირდნენ და საერთაშორისო კონკურსზე მიიწვიეს. […]

ქართველი მომღერლის გამარჯვება დიდ თეატრში

ქართველმა საოპერო მომღერალმა გოდერძი ჯანელიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტმა მოსკოვის დიდი თეატრის მიერ ჩატარებულ კონკურსში, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდა საოპერო მომღერლის შერჩევა 2015/2016 წლების სეზონისათვის, გამარჯვება მოიპოვა. გოდერძი ჯანელიძე ანსამბლ “რუსთავში” მღეროდა. სხვადასხვა წლებში მას მოპოვებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი საყვირით შესრულებული კომპოზიციებისთვის, აჭარის რესპუბლიკის პირველი ხარისხის დიპლომი, ვარნის […]