ჭდე: გოდერძი ჩოხელი

“ადამიანები იმიტომ ბერდებიან, რომ…”

გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ჩანაწერი

“სიყვარულის ცეცხლი” – ასე ეწოდება გოდერძი ჩოხელის მოთხრობას, რომელიც ორი უიღბლო ადამიანის – სალომეს და სებას სიყვარულზე მოგვითხრობს. “არტინფო” მოთხრობიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს გთავაზობთ: *** “ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან […]

“მთის საუფლოში არსად ისეთი მიუდგომელი საცხოვრისი არ არის, როგორიც არხოტია”

გოდერძი ჩოხელი: "მიტოვებული სახლი ქმრისგან მიტოვებულ ქალსა ჰგავს"

გოდერძი ჩოხელი და მისი ნაწარმოებები განსაკუთრებული სევდის მატარებელია. სინამდვილიდან აღმოცენებული მოთხრობები თუ ლექსები მკითხველში უდიდეს მოწონებას იმსახურებს. “არტინფო” გთავაზობთ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებს, რომელიც საქართველოს ულამაზეს კუთხეს არხოტს და მის მაცხოვრებლებს ეხება: “გარსია ხევსურული სახელია არხოტი! მთის საუფლოში არსად ისეთი მიუდგომელი საცხოვრისი არ არის, როგორიც არხოტია. სოფლები: ჭიმღა. ამღა. ახიელა. კვირიწმინდა. მოწამეთა. გვარები: ჯაბუშანურები. წიკლაურები. ოჩიაურები. […]

“სიყვარული აგვამაღლებს!”

მე შენ მიყვარხარ – სხვადასხვა ენაზე

“სიყვარული აგვამაღლებს!” – წერდა შოთა რუსთაველი და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო. მაინც რა არის სიყვარული? – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქიკურ დაავადებად გამოაცხადა. “არტ ინფო” გთავაზობთ ქართველი და უცხოელი მწერლების გამონათქვამებს ამ დიდებულ გრძნობასთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძე: “სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.” კონსტანტინე გამსახურდია: “სიყვარულია თავად ღმერთი […]

გოდერძი ჩოხელი დედაზე

გოდერძი ჩოხელი: "სიყვარული ზეცის სუნთქვაა"

გოდერძი ჩოხელი ყველაზე სევდიანი მწერალია ქართულ ლიტერატურაში. მისი ნაწარმოებები სავსეა სევდით, მაგრამ სიმართლით, ამიტომაც არის, რომ ჩოხელის შემოქმედებას მკითხველთა დიდი არმია ჰყავს. რაც დრო გადის, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. “არტინფო” გაგაცნობთ გოდერძი ჩოხელის ჩანაწერს დედასთან დაკავშირებით: “ვისაც დედა ცოცხალი აღარა ჰყავს, ალბათ დამემოწმებიან, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გენატრება დედა […]

“შევჭამეთ, ძვლები გამოვხარით საქართველოს”

გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ჩანაწერი

რეჟისორი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი საქართველოსა და ქართველებზე ყოველთვის დიდი სიყვარულით წერდა. მოკლე ჩანაწერიც, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, სწორედ სამშობლოსა და თანამემამულეების შესახებაა. გოდერძი ჩოხელი: “სულ მეგონა, ქართველები გაერთიანებული ვიყავით, შეგნებული გვქონდა ჩვენი ისტორია და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. წინაპრებს ალმაცერადაც კი ვუყურებდით, ხედავთ, როგორ იქცეოდნენო? და უცებ გაოცებული დავრჩი, როცა ათასჯერ იმაზე ცუდი გავაკეთეთ, შევჭამეთ, ძვლები […]

საქველმოქმედო სპექტაკლი ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველომ შეიტყო მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის ვაჟის ამბავი. 28 წლის ნიკოლოზ ჩოხელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თვეებია საწოლს არის მიჯაჭვული და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოდერძი ჩოხელის ვაჟის დასახმარებლად გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს. 9 ივლისს, 19:00 საათზე მსახიობები წარმოადგენენ რეჟისორ თამარ ხიზანიშვილის მიერ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებზე დადგმულ […]

გოდერძი ჩოხელის ოჯახს დახმარება ესაჭიროება

გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ჩანაწერი

მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის ოჯახს დახმარება ესაჭიროება. საზოგადოების თანადგომასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ოჯახის მეგობარი ლია თუშური ავრცელებს. ამჯერად საუბარია გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთ შვილზე, ნიკა ჩოხელზე, რომელიც ავარიის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია. ლია თუშური: დიდი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის უმცროსი ვაჟი, ნიკა ჩოხელი ამ რამდენიმე თვის წინ მთიულეთში ავარიაში მოყვა. უკვე რამდენიმე თვეა მისი ოჯახის […]

გოდერძი ჩოხელის “ლუკას სახარება”

გოდერძი ჩოხელის “ლუკას სახარება” ყველაზე აქტიურად ეხმაურება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თავისი ნაწარმოები მან ფილმად აქცია და არაერთხელ უთქვამს, რომ ამ ფილმის ყურებისას ბევრჯერ უტირია. ლუკას უკრძალავენ იყოს მორწმუნე და ამის გამო, დასცინიან კიდეც:· “- ხომ არ არსებობს აღდგომა? – დიახ, მასწავლებელო. – დიახ კი არა, არა–თქო! – არა, მასწავლებელო! – მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს […]

გოდერძი ჩოხელის ათი მცნება

გოდერძი ჩოხელი: "ერთი სიყვარულის სევდიანი ისტორია"

მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი თავისი შემოქმედებით გამორჩეულია ქართულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფში. საოცარი სევდის მატარებელი ხელოვანის შემოქმედებაც სევდიანია, მისი პერსონაჟები კი – დაუვიწყარი. “არტინფო” გთავაზობთ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებიდან ამოკრებილ უმთავრეს გზავნილებს, რომლებსაც გოდერძი ჩოხელის “ათი მცნება” ეწოდება. მცნება პირველი: – ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. მცნება მეორე: – თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება […]

გოდერძი ჩოხელის იუბილე ,,ქართულ ფილმში”

გოდერძი ჩოხელი

სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” ორგანიზებით, ცნობილი მწერლის, ნოველისტის, პოეტის, სცენარისტისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის იუბილე შემოქმედებითი საღამოთი აღინიშნება. შემოქმედის 60 წლის იუბილეზე ნაჩვენები იქნება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ადგილის დედა”. “ქართულ ფილმში” შეკრებილი კინოდრამატურგები, კინოკრიტიკოსები, კინორეჟისორები გაიხსენებენ პოეტის ცხოვრებას, ცნობილი მსახიობები კი წაიკითხავენ ნაწყვეტებს მწერლის შემოქმედებიდან. გოდერძი ჩოხელის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო “ქართულ ფილმში” 17 […]