ჭდე: გიორგი ჭელიძე

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ჩინეთში ქართველმა ოპერის მომღერლებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ინგა ჯახუტაშვილმა, ბაჩო-ოთარ ნაკაშიძემ და გიორგი ჭელიძემ მონაწილეობა მიიღეს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “რიგოლეტო”. დარბაზში შეკრებილმა მსმენელმა ქართველი მომღერლები აპლოდისმენტებით და ბრავოს შეძახილებით დაასაჩუქრა, ქართველებმა კი სცენაზე საქართველოს დროშა ააფრიალეს. ბაჩო ოთარ ნაკაშიძე: “მადლობა უფალს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ჩემი დებიუტით რიგოლეტოს პარტიაში!!! დღეს მორიგი ქართული წარმატება შედგა უცხოეთში!! […]

ქართველი ბანის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

ქართველმა ბანმა გიორგი ჭელიძემ აურილიანო პერტილეს და ჯოვანი მარტინელის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა. გიორგი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორია. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან 50 მომღერალი მონაწილეობდა. მათ მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების ხელმძღვანელები და მენეჯერები აფასებდნენ. კონკურსანტთა შორის ჟიურიმ საუკეთესოდ ქართველი ბანი მიიჩნია და პირველი პრემიაც მას მიანიჭა.

ქართველებმა იტალიაში გაიმარჯვეს

ქართველებმა იტალიაში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვეს. იტალიის ქალაქებში ბარსა და ჩიტა დი კრისტიანოში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოდან ოთხი მუსიკოსი გაემგზავრა. კონკურსში 93 ვოკალისტი და 30 პიანისტი იღებდა მონაწილეობას. კონკურსის პირველი ტური ქალაქ ბარში ჩატარდა, ხოლო მეორე ტური ქალაქ ჩოტა დი კრისტიანოში. პიანისტთა კონკურსში პირველი ადგილი ელენე გირმისაშვილმა მოიპოვა. ვოკალისტთა კონკურსში პირველ ადგილზე გიორგი […]