ჭდე: გიორგი სუხიტაშვილი

სამარცხვინოდ წარდგენილი საქართველო ამერიკის ისტორიის მუზეუმში

სამარცხვინოდ წარდგენილი საქართველო ამერიკის ისტორიის მუზეუმში

მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუზეუმში – ამერიკის ისტორიის მუზეუმში საქართველო სამარცხვინოდ არის წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ავრცელებს, რომელიც ამერიკაში იმყოფება: “დღეს ვიგრძენი, რომ არაფერში არ ვვარგივართ. მხოლოდ ბაქიბუქი ვიცით. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმში American Museum of Natural History ჩვენი (საქართველოს) კუთხეა ყველაზე მწირი და უბადრუკი. ქვეყანას, რომელსაც აქვს ასეთი და ამდენი ანბანი, […]

შოთა რუსთაველი სანაგვეზე

შოთა რუსთაველი სანაგვეზე

XXI საუკუნის საქართველოში ილია ჭავჭავაძის შემდეგ სანაგვეზე შოთა რუსთაველი აღმოჩნდა. მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა თბილისის ერთ-ერთ უბანში შოთა რუსთაველის და აკაკი წერეთლის ფოტოები ნაგავთან აღმოაჩინა.  

გიორგი სუხიტაშვილი ავარიაში მოყვა

გიორგი სუხიტაშვილი ავარიაში მოყვა

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ავარიაში მოყვა. შემთხვევა ავტობანზე მოხდა. მომღერალი ახალციხეში 26 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა. ინფორმაცია და ფოტოები მომღერალმა თავად გაავრცელა: “ასე მომილოცა ვინმე დავითმა 26 მაისი ავტობანზე… მე მგონი მცირე ტვინის შერყევა მაქვს, თუმცა კონცერტს მაინც ჩავატარებ.”

ლია ხუგაშვილი გარდაიცვალა

ლია ხუგაშვილი გარდაიცვალა

მუსიკოსი და პიანისტი ლია ხუგაშვილი გარდაიცვალა. მან მთელი თავისი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა და აკომპანირებას უწევდა ქართული ესტრადის ვარსკვლავებს – ნანი ბრეგვაძეს, გოგი დოლიძეს, ეკა მამალაძეს… ლაშა ღლონტი, მომღერალი: “ძალიან ცუდი ამბავი გავიგე… გარდაიცვალა საოცარი მუსიკოსი, ჰარმონისტი, შესანიშნავი პიროვნება ქალბატონი ლია ხუგაშვილი. ყველას გვახსოვს მისი გამორჩეული უთანამედროვესი აკომპანირება განსაკუთრებით გოგი დოლიძისათვის, ნანი ბრეგვაძისათვის, ეკა მამალაძისათვის და […]

“რა მარაზმია ეს?” – ხელოვანები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"რა მარაზმია ეს?" - ხელოვანები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

სპეცრაზმმა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელოვანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. პეტრე კოლხი, პოეტი: “კვირაზე მეტია კლუბურ ნარკოტიკზე ვწერ… კვირაზე მეტია ჩვენი ქალაქი მკვდართა საცხოვრებელს დაემსგავსა… რამდენი ახალგაზრდა შეიწირა ვიღაცის ინტერესით გავრცელებულმა საწამლავმა… იცი რა გამახსენდა?! ცხენს ვერ მოერივნენ და უნაგირს ამტვრევდნენო… თუ სათავეში იქნებიან ამ ყველაფრის რეჟისორები, […]

გიორგი სუხიტაშვილი საახალწლო კონცერტის გარეშე დარჩა

გიორგი სუხიტაშვილი ავარიაში მოყვა

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი საახალწლო კონცერტის გარეშე დარჩა: “მოკლედ, ასეთი ჩამოუყალიბებელი როდემდე უნდა იყოს ეს სფერო. გირეკავენ, გითანხმებენ კონცერტს, მერე ამბობ უარს ბევრ რამეზე და მერე იგებენ, რომ ტენდერია ჩასატარებელი და თანხას ვეღარ ქაჩავენ. უკვე მეორე წელია გორი “მოწოდების სიმაღლეზეა”, შარშან 20 დეკემბრის მერე დამირეკეს და წელს შეთანხმებული ეხლა გამიუქმეს… ტენდერი ახლა უნდა ტარდებოდეს?”

უაფხაზეთო საქართველო “ბიბლუსში”

უაფხაზეთო საქართველო "ბიბლუსში"

მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა გაავრცელა ფოტო, სადაც გადაღებულია სუვენირი – საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი. გიორგი სუხიტაშვილი: “ამის გამკეთებლის დედა… ნუ მაპატიებთ ამ გინებას თუ გნებავთ, ვინც ვერ მაპატიებს დატოვეთ მეგობრების სია! საქართველოში იყიდება თურმე! ვინც ასეთ რამეს აკეთებს იმათ წინააღმდეგ კანონი რატო არაფერს არ აკეთებს?” გავრცელებულ ფოტოს “ბიბლუსი” ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა: “სოციალურ ქსელში […]

“და ყველაფერ ამაზე ყურადღება არანაირი!”

გიორგი სუხიტაშვილი ავარიაში მოყვა

თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მასმედიას გაუნაწყენდა: “თბილისის ბიგ ბენდი იყო ორ ძალიან კარგ ჯაზ ფესტივალზე, სადაც ძალიან კარგი რეზონანსი მოჰყვა ჩვენს კონცერტებს. ფესტივალებზე სადაც, მონაწილეობდნენ მაიკლ შტერნი, პატი ოსტინი, ქენდი დალფერი, ტონი მომრელი და ა.შ. და ყველაფერ ამაზე ყურადღება ქართული პრესა, რადიო-ტელევიზიისგან არანაირი!”

“გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია!”

ეკა კვალიაშვილი: "ყოჩაღ, ჩემს გაძლებას!"

– გაპოლიტიზირებული ხელოვნება ბანძია! ეს ცნობილი ფაქტია! – აცხადებს მომღერალი ეკა კვალიაშვილი. მომღერლის ასეთი განცხადება შემთხვევითი არ არის. მას მიაჩნია, რომ ხელოვნება ყველაზე ხელშეუხებელი უნდა იყოს და არანაირი პოლიტიკა მასში არ უნდა ერეოდეს. ეკა კვალიაშვილი ევროვიზიის კონკურსს ეხმაურება და თავის კოლეგებთან ერთად საქართველოს წარმომადგენლის თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას აფასებს. ეკა კვალიაშვილი:  – “ევროვიზია” – ჩვეულებრივი, პოლიტიკური, […]

გიორგი სუხიტაშვილი საავადმყოფოში მოხვდა

გიორგი სუხიტაშვილი საავადმყოფოში მოხვდა

თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი, “ჯეოსტარის” გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილი საავადმყოფოში მოხვდა. მას ოპერაცია თბილისში, მედიქლაბ ჯორჯიას სტაციონარში ჩაუტარდა. ამჟამად მომღერალი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს: “ყველაფერმა მაგრად ჩაიარა, მადლობა და ბოდიში, რომ დაგზაფრეთ ისინი, ვინც არ იცოდით…”