გიორგი ყორღანაშვილი

გიორგი ყორღანაშვილი მამა გახდა

გიორგი ყორღანაშვილი დაინიშნა

სამეფო უბნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი მამა გახდა. გიორგი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ცნობილი ადამიანები გაერთიანდნენ და მთელმა საქართველომ მისი გადარჩენა შეძლო. გიორგი სალი ბეჟიაშვილზე გასულ წელს დაქორწინდა და 25 ივლისს პირველი შვილი – ბიჭი შეეძინათ. ახალბედა მშობლებმა მას ალექსანდრე დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. გიორგი ყორღანაშვილი, სალი ბეჟიაშვილი […]

გიორგი ყორღანაშვილი დაქორწინდა

გიორგი ყორღანაშვილი დაქორწინდა

მარჯანიშვილისა და სამეფო უბნის თეატრების მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი დაქორწინდა. მას შემდეგ, რაც გიორგიმ უკურნებელი სენი დაამარცხა და საყვარელ საქმიანობასაც დაუბრუნდა, პირადი ცხოვრების მოსაწყობადაც მოიცალა. გიორგი ყორღანაშვილს და სალი ბეჟიაშვილს ნიშნობა რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ, რაც ქორწინებით დაგვირგვინდა. მათი მეჯვარეები უახლოესი მეგობრები იყვნენ. ქორწილის ამსახველი სურათები ინტერნეტში გავრცელდა. ახლადშეუღლებულებმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღეს.

გიორგი ყორღანაშვილი დაინიშნა

გიორგი ყორღანაშვილი დაინიშნა

მარჯანიშვილის და სამეფო უბნის თეატრების ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი საქართველომ მისი უმძიმესი დაავადებით გაიცნო. გიორგის დასახმარებლად ხელოვანები გაერთიანდნენ და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, საქველმოქმედო კონცერტებით, სპექტაკლებით და კარდაკარ სიარულით მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვება შეძლეს. გიორგიმ ოპერაცია უცხოეთში გაიკეთა, გამოჯანმრთელდა და თეატრის სცენასაც დაუბრუნდა. ამ უქმეებზე კი მსახიობი საყვარელ ადამიანზე დაინიშნა. მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბის […]