ჭდე: გიორგი მაღრაძე

გიორგი მაღრაძე ყინწვისზე: “მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოვსულვარ”

გიორგი მაღრაძე ყინწვისზე: "მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოვსულვარ"

ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე ყინწვისში მის პირველ ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოსულა: “ყველა დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ ახალი რუის-ურბნისის კრებაა სასწრაფოდ ჩასატარებელი!… ბავშვობიდან მოყოლებული ნატვრად მქონდა ქცეული ყინწვისის მონასტერში ასვლა, მოლოცვა თამარ მეფის და “ყინწვისის მჭმუნვარე ანგელოზის” იმ ფრესკების საკუთარი თვალით ნახვა, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში იყო ფურცლებზე გადმოტანილ-აღბეჭდილი… სკოლის და, ამასთან ერთად, […]

“ვეფხისტყაოსნის” ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუში განადგურებულია

კრიტიკა გერმანულად თარგმნილ "ვეფხისტყაოსანს"

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუში – ვანის ქვაბების ეკლესიის წარწერები განადგურებულია. გიორგი მაღრაძე ეკლესიის კედლის ფოტოს ავრცელებს, სადაც წარწერები ტაძარში ვიზიტორთა სახელებით არის განადგურებული: “შეგნებული ქვეყანა!” ვანის ქვაბების ეკლესიის წარწერები… რუსთაველის ქვეყანა გვქვია და “ვეფხისტყაოსნის” ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუში (XVს) ამ დღეშია!”

“ცხვირით ააღებინეთ ეს საზიზღრობა”

– ასე მიმართავს შესაბამის უწყებებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტში XIII საუკუნის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოებს ავრცელებს: “ცხვირით ააღებინეთ ეს საზიზღრობა, ამ უგნურ და ბეც თანამშრომლებს!” დეკანოზი გიორგი მაღრაძის ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც სოფელ წყორძის გზის რეაბილიტაციას შეეხება: “ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გვაუწყებს,რომ თურმე დასრულდა სოფელ წყორძის გზის რეაბილიტაცია… გზას რომ აკეთებთ ეს კი მისასალმებელია, მაგრამ […]

“არალეგალური კოსმონავტიკა” საგურამოში

საგურამოში კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში უჩვეულო და საინტერესო გამოფენა “არალეგალური კოსმონავტიკა” მიმდინარეობს. ფრაზა “არალეგალური კოსმონავტიკა” ქართველმა მუსიკოსმა და მწერალმა, ზურა ჯიშკარიანმა პირველად 2008 წელს, ამავე სახელწოდების ტექსტში გამოიყენა, სადაც პოსტსაბჭოთა თაობაზე წერდა: “ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ყველაზე მიუწვდომელი აბონენტები. ყოველდღიურობის ანონიმური კონსტრუქტორები. მოწყენილები და ბედნიერები. ჩვენ განსხვავებულ პროფესიებს ვფლობთ და განსხვავებულ პოზებში ვიძინებთ. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული […]