გიორგი კალანდაძე

26 მაისის მემორიალი დაამტვრიეს

26 მაისის მემორიალი დაამტვრიეს

თავისუფლების მოედანზე განთავსებული 26 მაისის მემორიალი დაამტვრიეს. ფილა ისეა დაზიანებული, რომ მასზე არსებული წარწერის ამოკითხვა შეუძლებელია. მსახიობი გიორგი კალანდაძე დაზიანებული მემორიალის ფოტოს ავრცელებს და თბილისის მერიას მისი შეკეთებისკენ მოუწოდებს: “დაზიანების გამო მხოლოდ 26 მაისი შეიძლება ამოიკითხო. აქედან 10 მეტრში ჰ&მ-ის რიგში ხალხი თავ-პირს ილეწავს. თბილისის მერია – შეაკეთეთ.”

ხელოვნების სასახლეს უნიკალური ფოტო მასალა შეემატა

ხელოვნების სასახლეს უნიკალური ფოტო მასალა შეემატა

ხელოვნების სასახლის ფოტო ფონდს უნიკალური ფოტო მასალა შეემატა. ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და ჟურნალისტმა გიორგი კალანდაძემ სასახლეს ორი მემორიალური მნიშვნელობის ფოტო-ალბომი გადასცა. პირველი ფოტო-ალბომი, რომელიც 333 ფოტოს მოიცავს, სუხიშვილების ლეგენდარული ანსამბლის პირველი თაობის მოცეკვავეებს ოთარ და თინათინ კალანდაძეებს ეკუთვნოდათ და იგი ანსამბლის წევრთა ცხოვრებას, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მათ მოგზაურობას ასახავს. მეორე ალბომი 1950 […]

“პეპლის ეფექტი” ბრუნდება

,,პეპლის ეფექტი’’ დაიხურა

შემეცნებითი ხასიათის ანალიტიკურ-ისტორიული გადაცემების მოყვარულებს კარგად ახსოვთ მსახიობ გიორგი კალანდაძის საავტორო პროექტი ”პეპლის ეფექტი”. გადაცემა მაყურებელს მსოფლიო ისტორიის ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობდა და ტელეკომპანია GDS-ზე გადიოდა. ტელეკომპანიამ ”პეპლის ეფექტი” დახურა და მის ერთგულ მაყურებელსაც გული დასწყვიტა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, “პეპლის ეფექტი” სატელევიზიო ეთერში ბრუნდება. ამჯერად ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში და მას “დაუწერელი ისტორია” ეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ […]