გიორგი გაგნიძე

ქართველი ვარსკვლავები კარნეგი ჰოლში

ქართველი ვარსკვლავები კარნეგი ჰოლში

სოპრანო ნინო მაჩაიძე, ბარიტონი გიორგი გაგნიძე, ტენორი შალვა მუქერია, პიანისტი ელისო ბოლქვაძე და მომღერალი ნუცა შანშიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო დარბაზში – კარნეგი ჰოლში ერთობლივ კონცერტს გამართავენ. მომღერლებს აკომპანირებას ბრედლი მური გაუწევს. 18 ივლისს ნიუ იორკში ჩატარდება ქართველი ხელოვანების ერთობლივი კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

არენა დი ვერონას ფესტივალის გახსნაზე 4 ქართველი იმღერებს

არენა დი ვერონას ფესტივალის გახსნაზე 4 ქართველი იმღერებს

არენა დი ვერონას ფეტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთელი წლის განმავლობაში. წელს არენა დი ვერონას ფესტივალი ჯუზეპე ვერდის “ნაბუქო”-თი გაიხსნება. საოპერო სპექტაკლში მონაწილეობას 4 ქართველი შემსრულებელი მიიღებს – ნინო სურგულაძე, მადინა კარბელი, გიორგი გაგნიძე და მიხეილ შეშაბერიძე. მადინა კარბელი: “შემომაქვს წინადადება: არენა დი ვერონას ვანო სარაჯიშვილის სახელი მივანიჭოთ და ვერონა საქართველოს კულტურულ დედაქალაქად […]

ქართველი ბარიტონის წარმატება სან ფრანცისკოს ოპერაში

ქართველი ბარიტონის წარმატება სან ფრანცისკოს ოპერაში

ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე სან ფრანცისკოში იმყოფება, სადაც რიგით 94-ე საოპერო სეზონის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი გაგნიძე სან ფრანცისკოში რჩება, რადგან სულ მალე კლასიკური მუსიკის მოყვარული საზოგადოება ჯუზეპე ვერდის “აიდას” მოისმენს, სადაც ქართველი ბარიტონიც იმღერებს. პრემიერა 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. გიორგი გაგნიძე: “ამჟამად ვიმყოფები სან ფრანცისკოში, სადაც უკვე 94-ე სეზონი გაიხსნა. უმბერტო ჯორდანოს “ანდრეა შენიე” […]

გიორგი გაგნიძის ფურორი ლოს ანჯელესში

გიორგი გაგნიძის ფურორი ლოს ანჯელესში

ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე ლოს ანჯელესში გასტროლით იმყოფება და სრული ტრიუმფით მონაწილეობს ოპერაში “ჯამბაზები”. ქართველი ბარიტონი ლოს ანჯელესში პლასიდო დომინგოს მიწვევით ჩავიდა. ლოს ანჯელესიდან გიორგის ნიუ იორკში ელოდებიან, საიდანაც იაპონიაში გადაინაცვლებს. გიორგი გაგნიძეს “არტინფო” ლოს ანჯელესში” დაუკავშირდა: “ლოს ანჯელესში ვიმყოფები მაესტრო პლასიდო დომინგოს მოწვევით და მომიწია აქ ოპერა ჯამბაზების შესრულება. უკვე 5 სპექტაკლი ვიმღერე და […]

ქართველი ბარიტონით აღფრთოვანებული პლასიდო დომინგო

ქართველი ბარიტონით აღფრთოვანებული პლასიდო დომინგო

ლეგენდარული ტენორი პლასიდო დომინგო ამჟამად ლოს-ანჟელესის ოპერის ხელმძღვანელია, სპექტაკლებში მსოფლიოს საუკეთესო მომღერლებს იწვევს და ოპერებსაც თავად დირიჟორობს. სწორედ დომინგომ უდირიჟორა რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებს“ და ლოს ანჟელესში ცნობილი ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მიიწვია. ამ ოპერაში მას ტონიოს პარტია „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე ბევრჯერ უმღერია, რასაც ამერიკული პროფესიული პრესა ყოველთვის დადებითად ეხმაურება. გიორგი გაგნიძე, ერთ-ერთია მსოფლიო ოპერის […]

გიორგი გაგნიძის ტრიუმფი მეტროპოლიტენ ოპერაში

გიორგი გაგნიძის ტრიუმფი მეტროპოლიტენ ოპერაში

ქართველმა ბარიტონმა გიორგი გაგნიძემ ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში ორ სპექტაკლში მსოფლიო პრემიერა იმღერა. მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა საოპერო თეატრმა საოპერო ხელოვნების მოყვარულებს პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“ და რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“ შესთავაზა. მსოფლიო საოპერო მომღერლებთან ერთად, საპრემიერო სპექტაკლებში აღმოჩნდა ქართველი გიორგი გაგნიძე. “სოფლის ღირსებაში“ და „ჯამბაზებში“ წამყვანი პარტიები გიორგი გაგნიძემ და მარჩელო ალვარესმა იმღერეს. ასეთი გადაწყვეტილება დირიჟორმა […]

ქართველი მომღერლები ლა სკალას პრემიერაში

ქართველი მომღერლები ლა სკალას პრემიერაში

15 თებერვალს მილანში, ლა სკალას თეატრში პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის “აიდა”, რომელშიც ორი ქართველი საოპერო მომღერალი მიიწვიეს. საპრემიერო წარმოდგენას ლეგენდარული მაესტრო ზუბინ მეტა უდირიჟორებს. ორივე წამყვან პარტიას ქართველი მომღერლები ანიტა რაჭველიშვილი და გიორგი გაგნიძე იმღერებენ. ანიტა ამნერისის არიას შეასრულებს, გიორგი კი ამონასროსი. ორივე მომღერალისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა ლა სკალას სცენაზე დგომა და ”აიდაში” მონაწილეობა, ამიტომაც […]