გიორგი ჩუბინიძე

აღმოჩენა ხაშურში

აღმოჩენა ხაშურში

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვრში აღმოჩენა გაკეთდა. კვირიკეს ეკლესიასთან ახლოს ადგილობრივებმა გზაზე ქვევრი იპოვნეს. ინფორმაციას გიორგი ჩუბინიძე ‎ავრცელებს: “ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში, კვირიკეს ეკლესიასთან ახლოს ადგილობრივებმა გზაზე ეს ქვევრი იპოვეს. სოფელში გაზი გაყავთ და შესაბამისი მანქანის მუშაობისას იპოვეს. ეს ფოტოები გამომიგზავნეს. საინტერესოა ქვევრის თარიღი. დიდი ხანია ამ ადგილას ჩვეულებრივი გზა გადის, შესაბამისად, ქვევრი ახალი არ უნდა […]

სურამში ულამაზესი მუზეუმი ინგრევა

ლესია უკრაინკას მუზეუმი

სურამში, ზინდისში ულამაზესი მუზეუმი ინგრევა. XIX საუკუნის სახლი ეთნოგრაფ ნიკოლოზ აბაზაძეს ეკუთვნოდა, თუმცა 1952 წლიდან ამ შენობაში უკრაინელი პოეტი ქალის – ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩის) მუზეუმია განთავსებული. შენობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს: “ეს გახლავთ სურამში, ზინდისში არსებული XIX საუკუნის სახლი. აქ 1952 წლიდან განთავსებულია უკრაინელი პოეტი ქალის – ლესია უკრაინკას […]

გიორგი ჩუბინიძე: “ახლა ასე უკეთ იკითხება დანაშაული”

ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

გიორგი ჩუბინიძე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ქომაგია. მას მიაჩნია, რომ ქართული ეკლესია-მონასტრები სპეციალისტების მიერ უნდა რესტავრირდებოდეს და არა თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოებით თუ უკანონო განახლებებით. გიორგი ჩუბინიძე: “გული მწყდება, რომ 2010-2011 წლებში არ ვიყავი იმ ასაკის და იმ შესაძლებლობის, როგორც ახლა, რომ ეს ამბავი გამეპროტესტებინა. დავათვალიერე ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარზე გუმბათამდე შემოკრული პერანგი და უკვე […]

ხცისის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია

ხცისის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია

საქართველოში არაერთი უნიკალური ეკლესია-მონასტერია. ბევრი მათგანი აღდგენილი და რესტავრირებულია, ბევრიც ურთულეს მდგომარეობაშია და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. გიორგი ჩუბინიძე ხცისის ეკლესიის ფოტოებს აქვეყნებს: “ხცისის ეკლესია რომ ამ დღეშია, როგორ მოვიქცეთ, კიდევ ვის მივმართოთ?”

სად წავიდა დიმიტრი ყიფიანის მუზეუმისთვის გამოყოფილი ფინანსები?

განადგურებული ექსპონატი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია. ინფორმაციას გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს: “ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის სამუშაოები შეჩერებულია! რაც რესტავრაცია დაიწყო, ფინანსური პრობლემების მომიზეზებით, სამუშაოები პერიოდულად ჩერდებოდა. როგორც გავიგე, ახლაც შეჩერებულია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჯერ გადახურული არაა, იქ კი უკვე წვიმები დაიწყო და არც ამინდის პროგნოზია დამაიმედებელი. მაინტერესებს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ გადაუხურავი, ჯერ ისედაც […]

აღმოჩენა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

განადგურებული ექსპონატი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სხვენში რესტავრაციისას აღმოჩენა გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს: “დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სხვენში რესტავრაციისას აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: დიმიტრი ყიფიანისეული წერილები, საბუთები, XIX საუკუნის რუსული პრესის ნაწილი, ლანგარი პარიზიდან დიმიტრი ყიფიანის ინიციალებით, პატარა ფაჩუჩი და ა.შ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამ ექსპონატების ადგილსამყოფელი იმ ,,საზოგადო მოღვაწეების” წყალობით […]

ვეზირიშვილების სასახლის სახურავი ჩამოინგრა

ვეზირიშვილების სასახლის სახურავი ჩამოინგრა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ვეზირიშვილების სასახლე წლებია უმძიმეს მდგომარეობაშია. შენობა ნელ-ნელა ინგრევა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გვერდით მდებარე ოსიაურის საჯარო სკოლას და მოსწავლეებს. ინფორმაციას ვეზირიშვილების სასახლესთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს: “ყურადღება! ახლახანს შემატყობინეს, რომ სოფელ ოსიაურში მდებარე კულტურული მიმკვიდრეობის ძეგლის – ვეზირიშვილების სასახლის სახურავი ჩამოინგრა. სავალალო სიტუაციაა, ვინაიდან შენობა ებჯინება […]

გადავარჩინოთ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი!

გადავარჩინოთ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი!

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაშია. სახლ-მუზეუმის სავალალო ვითარება კარგად არის ცნობილი იმ უწყებებისთვის, ვისაც მისი აღდგენა-რეაბილიტაცია ევალება, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. შენობის კედლები დაბზარულია, ჭერიდან ბათქაში ცვივა, იატაკი დამპალია, არასათანადო პირობების გამო, განადგურებულია მუზეუმში დაცული ექსპონატები, არანაირი პირობები არ არსებობს მათი მოვლისა და […]