ჭდე: გიგა კუხიანიძე

ამ სიმღერით წარსდგება გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე

საქართველოს წარმომადგენელმა საბავშვო ევროვიზია 2017-ზე გრიგოლ ყიფშიძემ საკონკურსო სიმღერა ჩაწერა და მასზე ვიდეორგოლიც გადაიღო. სიმღერას “გულის ხმა” ეწოდება და მისი ავტორი კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა. სიმღერისთვის ტექსტი მომღერალმა თემო საჯაიამ დაწერა. ვიდეორგოლის გადაღებები კი პირველი არხის მთავარ პავილიონში გაიმართა. ქართველი კონკურსანტების მიერ საბავშვო ევროვიზიის სამჯერ მოგების შემდეგ, კონკურსი წელს საქართველოში ჩატარდება. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსს […]

საქართველო “სანრემო ჯუნიორის” გრანპრის მფლობელია

იტალიაში გამართული სიმღერის საერთაშორისო კონკურსის “სანრემო ჯუნიორი 2017” გამარჯვებული და გრნაპრის მფლობელი საქართველო გახდა. ეს სასიხარულო ინფორმაცია პროდიუსერმა და “ბზიკები სტუდიოს” დამაარსებელმა გიგა კუხიანიძემ გაავრცელა: “სასიხარულო ინფორმაცია. სანრემო ჯუნიორი მოიგო საქართველომ. გრანპრის მფლობელი გახდა ლიზი წერეთელი. ვულოცავ და გამარჯვებული ვბრუნდებით.”

შეაფასეთ საბავშვო ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერა

საბავშვო ევროვიზია 2016 მალტის დედაქალაქ ვალეტაში 20 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს წლევანდელ კონკურსზე 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. მომღერალი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად შეარჩია. სპეციალურად საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენად მარიამისთვის პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ სიმღერა დაწერა. “მზეო” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც უკვე ჩაიწერა და ინტერნეტშიც გავრცელდა. “არტინფო” გთავაზობთ წლევანდელი საბავშვო ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერას ქართველი […]

ლიზი პოპს პირველი ადგილი მიანიჭეს

ლიზი ჯაფარიძეს, იგივე ლიზი პოპს პირველი ადგილი მიანიჭეს. ლიზიმ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო 2014 წელს წარადგინა სიმღერით “HAPPY DAY” (ბედნიერი დღე). სიმღერამ იუთუბში ნახვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა და ამჟამად 6.837.066 ნახვა აქვს. საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ლიზის ისევ პირველი ადგილი მიანიჭეს. ინფორმაციას კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე ავრცელებს: “ლიზა გილოცავ. საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში პირველი ადგილი მოგანიჭეს ისევ. ყველაზე ნახვადი […]