გიგა კობალაძე

UEFA-ს სუპერთასის მატჩზე ლიცენზირებული მუსიკა გაიჟღერებს

UEFA-ს სუპერთასის მატჩზე ლიცენზირებული მუსიკა გაიჟღერებს

11 აგვისტოს „დინამო არენაზე“ UEFA-ს სუპერთასის მატჩი გაიმართება, სადაც ლიცენზირებული მუსიკა გაიჟღერებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიძინა იმ მუსიკის ლიცენზია, რომელიც მატჩის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გაჟღერდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში, UEFA-ს სუპერთასის მატჩზე მუსიკის გამოყენებისთვის საჭირო საავტორო უფლებების ლიცენზიას ხელი მოეწერა. ლიცენზიას ხელი მოაწერეს სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ. […]

ხმა აიმაღლე მუსიკისთვის!

ხმა აიმაღლე მუსიკისთვის!

„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ – ამ სლოგანით აღინიშნება წელს 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია გარკვევით აუხსნას საზოგადოების ყველა ფენას, რომ მეკობრეობა და საავტორო უფლებების დარღვევა დასჯადი ქმედებაა. საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა […]