ჭდე: გიდონ კრემერი

კურტ ბრაუნინგის უმაგრესი ნომერი გია ყანჩელის მუსიკაზე

გია ყანჩელის მუსიკაზე მოციგურავის მიერ შესრულებული უმაგრესი ნომერი

ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკაზე კანადელმა მოციგურავემ კურტ ბრაუნინგმა ულამაზესი ნომერი დადგა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, კანადის ჩემპიონმა და ქორეოგრაფმა თავისი ნომრისთვის გია ყანჩელის ნაწარმოები “Rag-GIDON-time” შეარჩია, რომელსაც მევიოლინე გიდონ კრემერი და პიანისტი ოლეგ მაიზენბერგი ასრულებენ. კურტ ბრაუნინგის თეატრალიზებულმა ნომერმა მაყურებლისა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გიდონ კრემერი თბილისში ჩამოდის

თანამედროვეობის ერთ-ერთი ლეგენდარული მევიოლინე გიდონ კრემერი თბილისში ჩამოდის. მუსიკოსი გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი ავრცელებს: “ჩვენთვის და ერონული სიმფონიური ორკესტრისათვის ძალზედ დაძაბული და მტკივნეული კვირის ბოლო დღეს სასიხარულო ინფორმაციით ვიწყებთ! 22 თებერვალს ჩვენს ქალაქში გიდონ კრემერს ვუმასპინძლებთ – თანამედროვეობის ერთ-ერთ ლეგენდარულ მევიოლინეს, რომლის მიწვევითაც […]