ჭდე: გია როინიშვილი

თავდასხმა გურამ ჯაშზე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურამ ჯაში კრიმინალების მსხვერპლი გახდა. მსახიობს გვიან ღამით თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს. გურამ ჯაშს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმების დახმარება დასჭირდა. ინფორმაცია მსახიობის შესახებ მისმა კოლეგამ გია როინიშვილმა გაავრცელა: “გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს…. ტრეპანაცია დასჭირდა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს!!!… ყვავის კრიმინალი!!!!”

ხმამაღლა ვაცხადებ – ნაძირალაა!

მსახიობ გია როინიშვილის და რეჟისორ ქეთი დოლიძის დაპირისპირება პიკს აღწევს. ორივე მხარეს თავისი ბრალდებები და არგუმენტები აქვს, რომლებსაც მოწინააღმდეგეს უყენებს. გია როინიშვილის გაღიზიანება ქეთი დოლიძის ინტერვიუმ გამოიწვია და მსახიობმა მას სახალხოდ ნაძირალა უწოდა: “ვუსმინე ქეთი დოლიძის ინტერვიუს ,,იბერიაზე” – ხმამაღლა ვაცხადებ პირველად, (სახალხოდ) – ნაძირალაა! რის სასამართლო?! რის სამართალი?! ცალფეხზე ჰკიდია… ეს დედაკაცი მორალიდან და […]

“გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად”

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე თეატრიდან გაშვებულ გია როინიშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ქეთი დოლიძე: “გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად: სტრასბურგამდე რომ ვიარო, დავამტკიცებ, რომ ადამიანი, რომელიც 6 წელი არ დადგა თეატრის სცენაზე და არ უთამაშია არცერთი სპექტაკლი, იღებდა ურცხვად ხელფასს და არ სცხვენოდა ამისი, თეატრში არ უნდა დაბრუნდეს. იმ თეატრში, რომელსაც უღალატა. […]

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო ისევ მოუგო

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიდან გაშვებულმა მსახიობმა გია როინიშვილმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ქეთი დოლიძეს სასამართლო კიდევ ერთხელ მოუგო. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავად გაავრცელა: “როგორც იცით, ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო აპრილის თვეში ქეთი დოლიძის წინააღმდეგ. მოგების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო……. თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ქეთევან კუჭავა) ერთხელ კიდევ […]

გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო მოუგო

კინომსახიობთა თეატრის ყოფილმა მსახიობმა გია როინიშვილმა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ქეთი დოლიძეს სასამართლო პროცესი მოუგო. ინფორმაცია ამის შესახებ გია როინიშვილმა თავად გაავრცელა: “დღეს დილით წელიწადნახევრიანი სასამართლო პროცესი დასრულდა! საქალაქო სასამართლომ ჩემი სარჩელი თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (ქეთი დოლიძე) წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა! არანაირი შურისძიება!” “არტინფო” ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა: “ეს სასამართლო უკანონოდ ჩატარდა, რადგან ჩვენი […]

ქეთი დოლიძე: ჩვენ ვჩაგრავთ ვინმეს?

ქეთი დოლიძე მანანა ბერიკაშვილის წინააღმდეგ

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე გია როინიშვილის დამცველებს მიმართავს და სიმართლეში გარკვევას ურჩევს: “Et toi aussi Gia Roinishvili????????? (თარგმანი ფრანგულიდან) შენც გია როინიშვილი ხარ???????? საერთოდ არ მინდოდა დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ უამრავი ხალხის, კოლეგების, თუ გულშემატკივრების მოთხოვნით, გადავწყვიტე დავაზუსტო მოკლედ, ზოგი რამ, ამ თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე…. რამდენიმე დღეა კომენტარებმა გამაოგნა. ტელევიზიასა თუ პრესაში! […]

ქეთი დოლიძე გია როინიშვილს პასუხობს

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე გია როინიშვილს პასუხობს: “ისე “გაგაშავებენ” ამ ქვეყანაში ზოგიერთები, თითქოს ქვა კი არა, ქვა-ღორღები არ ქონდეთ ნასროლი, თანაც ბევრჯერ…. ერთხელ კიდევ, ცნობისთვის: ბ-ნ გია როინიშვილს მინდა გავახსენო: მიუხედავად ჩემი თხოვნისა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წახვედი სპექტაკლიდან “სერობა”. კი, ბატონო! მას მერე, რაც საქართველოს პარლამენტში შებრძანდით, მიუხედავად უამრავი თხოვნისა არცერთი […]

გია როინიშვილი კინომსახიობთა თეატრიდან გაუშვეს

მსახიობი გია როინიშვილი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიდან გაუშვეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მსახიობმა გია როინიშვილმა გაავრცელა: “ჩემი 30 წლიანი მუშაობა თუმანიშვილის თეატრში დასრულდა… დღეს შემატყობინეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა (ქეთი დოლიძე) ჩემთან ხელშეკრულება არ გააგრძელა იმ მიზეზით, რომ ორი წელი სპექტაკლი არ მითამაშია, ოღონდ თვითონ ამომიღო […]