Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: გია მარღანია

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკრაინაში მიიწვიეს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უკრაინაში მიიწვიეს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უკრაინაში მიიწვიეს. ახალი თეატრალური სეზონის გახსნამდე მოზარდელები უკრაინას გასტროლით ეწვევიან. 8-13 სექტემბერს ქალაქ კიევში თოჯინური სპექტაკლების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 9 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას ერთობლივ სპექტაკლს, „რწყილი და ჭიანჭველა“ ითამაშებენ.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა. ეს საიუბილეო თარიღი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს 18 აპრილს უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 14-18 აპრილის ჩათვლით გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი, რომელთაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრებიან. შოუ ქეისზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი: „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), […]

ნიკოლოზ ფაიქრიძე დააჯილდოვეს

ნიკოლოზ ფაიქრიძე დააჯილდოვეს

27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ყოველწლიური პრემიის “წლის საუკეთესო ნამუშევარი” დაჯილდოვებით აღნიშნა. ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში – წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცის როლისთვის გამარჯვებული გახდა ნიკოლოზ ფაიქრიძე – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში დადგმულ სპექტაკლში “ბილოქსი ბლუზი” ეფშტეინის როლის შესრულებისთვის. ნომინაციაში – წლის საუკეთესო თეატრალური იდეისა და მისი განხორციელებისთვის პრემია გადაეცა ქორეოგრაფსა […]

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული “ხანუმა” უკრაინაში ტრიუმფატორია

ირაკლი გოგიას მიერ დადგმული "ხანუმა" უკრაინაში ტრიუმფატორია

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ უკრაინაში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა” ტრიუმფატორია. უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა. ეს უკრაინაში, წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში მონაწილეთა სიაა. უკვე გამოვლენილია საუკეთესო ნომინატთა სამეული, მათ შორის ირაკლი გოგიას “ხანუმა”. რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრის უდიდესი წარმატება იაპონიაში

მოზარდ მაყურებელთა თეატრის უდიდესი წარმატება იაპონიაში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალზე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ქართული დრამატული თეატრი იაპონიას ბოლოს გასული საუკუნის 90-იან წლებში სტუმრობდა. 27-წლიანი პაუზის შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი იაპონიის რამდენიმე ქალაქში მიიწვიეს. საბედნიეროდ, ქართულმა წარმოდგენამ დიდი აღიარება მოიპოვა. 16-26 თებერვლამდე იაპონიაში, კერძოდ ნაგოიასა და ტოკიოში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი ჩატარდა, რომელიც […]

6 იგავი ბიბლიიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

6 იგავი ბიბლიიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

„EVANGELION” – თანამედროვე, თავისუფალ, მოდერნისტულ საცეკვაო ხერხში გადმოცემული ამბის პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 3, 4 და 9 ივნისს 19 საათზე გაიმართება. ქორეოდრამის დრამატურგიული საფუძველი, რომელსაც დამდგმელმა ჯგუფმა მოკიდა ხელი, გაბედული და მოულოდნელია – ეს არის 6 იგავი ბიბლიიდან და სახარებიდან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მხოლოდ ცეკვის საშუალებით გვიამბობენ იოანე ნათლისმცემლის, უძღები შვილის, მარიამ მაგდალელის, სალომესა […]