ჭდე: გია ბუღაძე

ქართველი მხატვრების ნამუშევრები ნიუ იორკში გამოიფინება

ამერიკული არტ პრომოუშენ კომპანია Madatart წარმატებით აგრძელებს ნიუ იორკში ქართველი მხატვრების წარდგენას. 2016 წელს მათ მიერ ორგანიზებულმა ოთხივე გამოფენამ წარმატებით ჩაიარა. ამერიკელმა დამთავლიერებელმა 30-მდე ქართველი მხატვრის ნამუშევრები იხილა. როგორც “არტინფომ” შეიტყო, კომპანია მეხუთე გრანდიოზული გამოფენის გამართვას ნიუ იორკში დეკემბერში აპირებს. ამ გამოფენის საპატიო სტუმარი კი ცნობილი ქართველი მხატვარი გია ბუღაძე იქნება. გამოფენის დეტალებზე გამოფენის კურატორს […]

გია ბუღაძე საპროტესტო აქციას გამართავს

მხატვარი გია ბუღაძე “ბაია გალერეაში” გამოფენას გახსნის, რომელსაც საპროტესტო აქციის სახე ექნება. ექსპოზიციას “ფსევდომემორია” ეწოდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი ობიექტი გზავნილით „აქ არ ცხოვრობს გია ბუღაძე“. ექსპოზიცია თავისი ფორმატით ობიექტით პერფომირებას და აქციის სახეს ითავსებს. გამოფენის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი საღამოა. ცრუ ფასეულობები, სიყალბე, მოჩვენებითი ღირსება და, რაც მთავარია, გულგრილი მახსოვრობა, გამოხატული უგემოვმოდ, პროვინციულად, “კიჩურად”, […]

გია ბუღაძის ახალი ამპლუა

მხატვარმა გია ბუღაძემ ახალი ამპლუა მოირგო. მან ტილოდან ღია ბარათებზე გადაინაცვლა და თავისი ფერწერული ნამუშევრები ამ სახით შესთავაზა საზოგადოებას. ახალი პროექტის პრეზენტაციას გამომცემლობა “არტანუჯი” გამართავს. საღამოს მუსიკალურად “საქართველოს სიმფონიეტა” გააფორმებს. სულ მხატვარმა ღია ბარათებად თავისი 16 ძველი და ახალი ტილო გამოიყენა. მათ შორისაა აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი ნახატებიც. წეროვანში ჩადგმული სახლები გია ბუღაძის ბოლოდროინდელი შემოქმედების […]