გია ბაღაშვილი

გია ბაღაშვილი თემურ წიკლაურზე

თემურ წიკლაურის პორტრეტი ყავის ნალექით

მომღერალ თემურ წიკლაურზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მუსიკოსი გია ბაღაშვილი მასთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს: “სულ მგონია, რომ სადღაც აქვეა. ან მისაქციელში, სადაც ასე ძალიან უყვარდა ყოფნა ბოლო დროს, ან ისევ გორის ჰოსპიტალში, ან სადმე… ოღონდ ჩვენთან, აქ, ახლოს…”შენი ჭირიმე, გიორგი!” – ასე იცოდა თქმა, თუ რაიმე გაუხარდებოდა ჩემგან. რა უშუალო და მართალი იყო. როგორი უანგარო […]

ძალიან კარგი წერილი მუხრან მაჭავარიანზე

ძალიან კარგი წერილი მუხრან მაჭავარიანზე

ყველა ქართველს თავისი წილი მუხრან მაჭავარიანი ჰყავს. პოეტი, რომელიც ყველა ქართველს სულს აუფორიაქებს, სისხლს აუჩქროლებს და პატრიორტიზმის მარცვალს უმაღლეს დონეზე გაუღვივებს. მუსიკოსი გია ბაღაშვილი მუხრან მაჭავარიანზე არაჩვეულებრივ მოგონებას გვიზიარებს: “ძალიან გამიმართლა, რომ სულ პატარა ასაკიდან დღემდე, უამრავ გამორჩეულად საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ. მათ შორის ისეთებს, პიროვნული და შემოქმედებითი მასშტაბის გათვალისწინებით, თამამად რომ შეგიძლია ეპოქალური მნიშვნელობის პიროვნება […]

გია ბაღაშვილის წარმატება ჰარვარდში

გია ბაღაშვილის წარმატება ჰარვარდში

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მუსიკოსი გია ბაღაშვილი ფოლკლორისტი, ეთნომუსიკოლოგი და პროფესორია. მისი ცხოვრება ქართული ესტრადის პარალელურად, ქართულ ფოლკლორთანაც არის დაკავშირებული. ორიოდე დღის წინ გია ბაღაშვილმა ჰარვარდში ჩაატარა ლექცია თემაზე „საქართველო – ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“ და უძველესი ქართული კულტურა ამერიკის ელიტას გააცნო. გია ბაღაშვილს ამერიკაში მოღვაწე ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი შეხვდა: “ნიუ იორკში შევხვდი […]

საქართველო, ლამაზო! – ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათ

აი, ეს უნდა იყოს საქართველოს ჰიმნი!

ანა კალანდაძის ლექსზე “საქართველო, ლამაზო!” შექმნილი სიმღერა ყველა თაობისთვის კარგად არის ცნობილი. სიმღერა სხვადასხვა დროს არაერთმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა, თუმცა შესრულება, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ყველასგან გამორჩეულია. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო საღამოზე ამერიკიდან კონცერტზე სკაიპით ჩაერთო ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილი ნინი ხვედელიანი. ბაღაშვილების ტრიოში შესრულებულ ვერსიას შეუძლებელია ცრემლების გარეშე მოუსმინოთ.