ჭდე: ღონისძიება

ქორეოგრაფიის კავშირი ქორეოკულტურულ ურთიერთობებს ღონისძიებას უძღვნის

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი 29 დეკემბერს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის საგამოფენო დარბაზში, ატარებს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ქორეოკულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მორიგ ღონისძიებას. სამხრეთ საქართველოში მცხოვრები უძველესი ავტოქტონ ეთნოსებს შორის გაწყვეტილი კავშირების აღდგენა და ნდობის ახალ ეტაპზე აყვანა, დღევანდელობის უმთავრეს გამოწვევად იქცა. აღნიშნული პროცესების უზრუნველყოფაში ტრადიციულ ფოლკლორულ ხელოვნებას, მათ შორის საცეკვაო კულტურას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. […]

ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილე სამებაში აღინიშნება

ცნობილი ქართველი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი საღამო ,,პორტრეტის ხელოვნების საიდუმლო” და გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში აღინიშნება. მისი ორგანიზატორები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის პირველი ხელოვნების სამხატვრო სკოლა, დირექტორი ქეთევან ბარნაბიშვილი, იდეის ავტორი ქალბატონი ლია ბუაძე. სკოლის მოსწავლეებმა ამ იუბილესთან დაკავშირებით შეასრულეს პორტრეტული […]