
მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადების” სტუმარია. 4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში პიანისტი საქართველოში პრემიერას დაუკრავს – გალინა უსტვოლსკაიას საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. ალექსანდრე კორსანტია, პიანისტი: – ლიანა ისაკაძის ფესტივალი უმნიშნველოვანესია. მართლა არიან ასეთი ადამიანები და ძალიან ცოტანი არიან, რომ თავის პატარა ლოკალურ კულტურაში ტოვებენ უზარმაზარ ენერგეტიკას. მაგრამ ამავე დროს, უცხოეთში, […]