გელათი

გელათის აშენების საინტერესო ისტორია

გელათის აშენების საინტერესო ისტორია

გელათის ტაძარი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მის აშენებასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას გვიზიარებს: “დავით აღმაშენებელმა გამეფებიდან მე-17 წელს, როცა ის 33 წლის იყო, ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტა. თბილისი ჯერ კიდევ არაბების ხელში იყო. ამიტომ, ადგილის შერჩევა იმდროინდელი დედაქალაქის ქუთაისის მახლობლად დაიწყო. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მეფეს გლეხ ლევისარაშვილის კარმიდამო ურჩიეს. ისიც ოჯახს […]

გელათის სახურავის ნაწილი ჩაინგრა

"გელათი დღეს! კომენტარის ზედმეტია!"

დავით აღმაშენებლის მიერ ქუთაისში აშენებული სრულიად უნიკალური ქართული ძეგლის-  გელათის სახურავის ნაწილი ჩაინგრა. გელათის სახურავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დროებითი სახურავით ჰქონდა გადახურული, რომელმაც თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო. ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა.

“გელათი დღეს! კომენტარის ზედმეტია!”

დაუჯერებელი არაპროფესიონალიზმი გელათში

ის მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში გელათის ტაძარის გარშემო ვითარდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “გელათი დღეს! ნუ კომენტარიც ზედმეტია, მაგრამ მაინც: არაპროფესიონალიზმი-დილეტანტიზმი, წყალში ჩაყრილი მილიონები, წყლის ინტენსიური ჩადინებით დაზიანებული ფრესკები, ქვის პერანგი, თაღ-კამარები! წყალში ჩაიყარა ასევე ბოლო წლებში ჩატარებული ტაძრის ქვის პერანგის კონსერვაცია-რეაბილიტაცია, რადგან წყლის დინებისგან გამომარილდა და დაზიანდა ბევრი მონაკვეთი. მოკლედ რომ […]

გელათს “ცინკით” ხურავენ

დაუჯერებელი არაპროფესიონალიზმი გელათში

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა გელათის ტაძარია, სადაც წყალი ჩადის და უნიკალური ფრესკები ნადგურდება. თორნიკე ბარათაშვილი გელათთან დაკავშირებით უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს: “გელათი – 7-წლიანი სამუშაოების შემდეგ ეს შედეგი გვაქვს – “ცინკით” იხურება გელათი! კულტურული მემკვიდრეობა – ახლა მაინც თუ ხვდებით, რომ სიტყვა “ხარვეზი” შეუსაბამოა ამ სიტუაციასთან?!”

გელათში უნიკალური მოხატულობა ცვივა

დაუჯერებელი არაპროფესიონალიზმი გელათში

გელათში უნიკალური მოხატულობა ყოველდღიურად ცვივა. ინფორმაციას და ფოტოს თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს: “კედლებიდან ყოველდღიურად ცვივა ფერწერის დეტალები და ამ გზით ნადგურდება გელათის უნიკალური მოხატულობა. სურათზე ასახულია კედლებიდან ხარაჩოზე ჩამოყრილი ბათქაში, რომელიც საბოლოოდ ნარჩენებთან ერთად გააქვთ ტაძრიდან… დუმს ბიუროკრატია… მასთან დაახლოებული წრეები… დუმან სპეციალისტები… დუმს ყველა, ვინც ბაგრატის რეაბილირაციზე ცოფებს ყრიდა… ეკლესია… აკადემიური წრეები… სამოქალაქო საზოგადოება… პოლიტიკური […]

დაუჯერებელი არაპროფესიონალიზმი გელათში

დაუჯერებელი არაპროფესიონალიზმი გელათში

არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა და დანაშაული – ასე შეიძლება ეწოდოს გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვით სამუშაოებს, რომლის ფოტოებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს: “ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ადამიანმა ინფარქტი შეიძლება მიიღოს – თითოეული გახსენით და ნახეთ როგორ შეუსრულებიათ სამუშაოები! ჩავიდოდა წყალი, აბა რა იქნებოდა! გადაბმის ადგილას კრამიტზე სილიკონია დასხმული და შურფები დაჟანგულია; მოჭიქული კრამიტი რომ დამსკდარია, ეს აქამდეც ვიცოდით. […]

გაუარესებული მდგომარეობა გელათში

გაუარესებული მდგომარეობა გელათში

გელათის სამონასტრო კომლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და წმინდა გიორგის ეკლესიის გადახურვა მთლიანად გაუმართავია, რის გამოც უნიკალური მხატვრობა ნადგურდება. ეთო ედიშერაშვილი: “გელათის სამონასტრო კომპლექსის ადგილზე დათვალიერებისას ცხადი ხდება, რომ თეთრი კერამიკული კრამიტი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით მთავარ ტაძარზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის ხარვეზად სახელდება, დღევანდელი მძიმე მდგომარეობის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი არ […]

გელათის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკით გაანგრიეს

გელათის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკით გაანგრიეს

ბოლო პერიოდში გელათის მონასტერი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ქუთაისში იმყოფება და საზოგადოებას გელათის მონასტერთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას აწვდის: “მძიმე ტექნიკით განგრეული გელათის მონასტრის გალავანი – მოთხრილი ხეები, უზარმაზარი ლილვიანი ქვები, კვადრები ყრია ტალახში, აზელილ-დაზელილია იქაურობა. ეს ფოტოები რამდენიმე წუთის წინ გადავიღე. გელათში ისევ მძიმე ტექნიკა მუშაობს. დღეს წვიმიანი დღე, ტალახია და ამიტომ ბულდოზერები […]

მიხედეთ ღვთისმშობლის ფრესკას გელათში

რა ელის გელათის მონასტერს?

გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლია. მისი დაცვა და გაფრთხილება თითოეული ქართველი ვალია. ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი: “ეს ფოტო ახლა მომაწოდეს. გიცდიათ, ოდესმე ცხელი პროჟექტორისთვის ხელი დაგედოთ? არ სცადოთ, არ დაადოთ, რადგან მაღალი ხარისხის დამწვრობა გარანტირებული გაქვთ. წარმომიდგენია რა დღეშია ახლა ამ ფრესკის თხელი, სუსტი ფენა და მგრძნობიარე საღებავები. სადაა? კარგად დააკვირდით სიღრმეში, აფსიდაში ღვთისმშობელს. არ […]

ქურდობა გელათში

რა ელის გელათის მონასტერს?

საქართველოში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ამით სარგებლობენ ბოროტმოქმედები და უცხოელებს ძარცვავენ. მსგავსი შემთხევა ქუთაისში დაფიქსირდა. გელათის სამონასტრო კომპლექსთან ბოროტმოქმედებმა მანქანა გატეხეს და ტურისტებს ჩანთები მოპარეს. ინფორმაციას ნატალი ანდრონიკაშვილი ავრცელებს: “გაფრთხილდით!!!!!! “თურმე ჩალით ყოფილა ეს “ქვეყანა” დაფარული. დღისით, მზისით მანქნა გაგვიტეხეს ტურზე, გელათში პარკინგზე. წაიღეს სტუმრების რამდენიმე ჩანთა. დღის 12 საათზე. გელათში… პ.ს. ფრთხილად იყავით ყველა.”