ჭდე: გელა ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანი – პროექტი „კაცობრიობა“ ჩავარდა

გელა ჩარკვიანი - პროექტი „კაცობრიობა“ ჩავარდა

მუსიკოსი და მწერალი გელა ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ პროექტი „კაცობრიობა“ აშკარად ჩავარდა და ამ მოსაზრებას თავისი არგუმენტებიც აქვს: “პროექტი „კაცობრიობა“ აშკარად ჩავარდა. მის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ბედნიერების მასა იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ მისი თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, ყველა უბედური დარჩება. მეტი დაფიქრება იყო საჭირო.”

გელა ჩარკვიანის რჩეული მოგონება ირაკლი ჩარკვიანზე

გელა ჩარკვიანის რჩეული მოგონება ირაკლი ჩარკვიანზე

მწერლისა და მუსიკოსის გელა ჩარკვიანის რჩეული მოგონება შვილზე – ირაკლი ჩარკვიანზე მის დაბადების დღეს 19 ნოემბერს ეძღვნება: “19 ნოემბერი ირაკლის დაბადების დღეა! ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან. მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ­დემოკრატიულიც. აშუღი იყო… ვერელი აშუღი“.

გელა ჩარკვიანი: “სინდისი მქენჯნის”

გელა ჩარკვიანი: "სინდისი მქენჯნის"

მწერალს, მუსიკოსსა და დიპლომატს გელა ჩარკვიანს სინდისი ქენჯნის: “კვლავ სინდისი მქენჯნის. ისეთი მხუთავი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ არის წამები, როცა ძლიერ სულიერ ტკივილს ვგრძნობ. განა უსამართლობა არ არის, რომ ჩვენ, ცოცხლები, ვიღებთ ირაკლის რუსთაველის პრემიას, ვისმენთ მის სიმღერებს საინტერესო ახლებური შესრულებით, ვესწრებით ყოველგვარ პრეზენტაციებს, ვზეიმობთ, ვმასპინძლობთ სტუმრებს, გამუდმებით ვჩანვართ ტელეეკრანზე, ირაკლი და ნანა […]

გელა ჩარკვიანის განსაკუთრებული მოგონება მწერლებზე

გელა ჩარკვიანის განსაკუთრებული მოგონება მწერლებზე

გელა ჩარკვიანის საინტერესო ცხოვრებიდან არაერთი ეპიზოდია მნიშვნელოვანი და საყურადღებო. მათ შორის გამორჩეულია მოგონება მწერლებზე: “მახსოვს, ასაკით მცირე, თუმცა ზეპირ თარგმანში უკვე საკმაოდ გამოწრთობილი ბიჭი ვიყავი, როცა საქართველოს მწერალთა კავშირიდან მთხოვეს დავხმარებოდი პენ კლუბის (PEN International) დელეგაციის მიღებაში. მოსკოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ დელეგაციის ვიზიტს, რადგან პენ კლუბი თავის რიგებში მსოფლიოს იმ ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს აერთიანებდა, […]

გოიმობის ტესტი გელა ჩარკვიანისგან

გოიმობის ტესტი გელა ჩარკვიანისგან

გელა ჩარკვიანისგან მკითხველი ყოველთვის საინტერესო თემებზე საინტერესო მოსაზრებებს ისმენს. ამჯერად მან საზოგადოებას წარუდგინა გოიმობის დასადგენი ტესტი, რომელიც ახალგაზრდობაში შეადგინა: “მახსოვს, ახალგაზრდობაში შევქმენი, ასე ვთქვათ, გოიმობის კოეფიციენტის დამადგენელი სოციო-ლინგვისტური ტესტი. მისი ჩატარების შედეგებმა დამარწმუნა, რომ, როცა კაცი ამბობს – შიკალადი, ველისაპეტი და სიფილისტი, მასთან სერიოზულ თემებზე კამათი წყლის ნაყვაა.”

გელა ჩარკვიანის დიდებული წერილი

გელა ჩარკვიანის დიდებული წერილი

მუსიკოსისა და მწერლის გელა ჩარკვიანის წერილი, რომელიც მის საყვარელ მეუღლეს ნანას ეძღვნება, გასაოცარი სიყვარულის დასტურია: “ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯე­რებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას ქალ-­ვაჟი უკვე შეეძინა და ვალმოხდილი, ერთგვარი მოლოდინითა და ინტერესით, მეტიც, სახიფათო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მომავალს. ეს ყველაზე არამყარი დროა […]

ჯონ სტაინბეკის მასპინძელი გელა ჩარკვიანი

ჯონ სტაინბეკის მასპინძელი გელა ჩარკვიანი

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი მწერლის ჯონ სტაინბეკის მასპინძელი თბილისში გელა ჩარკვიანი იყო. ამ ამბავს მწერალი და მუსიკოსი ასე იხსენებს: “ამის წინათ წავიკითხე, რომ რუსეთში ხელახლა გამოუციათ ჯონ სტაინბეკის „რუსული დღიური“. გამახსენდა, როგორ დახვდი მას 1963 წელს თბილისის რკინიგზის სადგურში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს „სიფხიზლის“ ამგვარი მოდუნება იმ დროის პარანოიდულ ატმოსფეროში, სტაინბეკის საქართველოში ჩამოსვლის […]

გელა ჩარკვიანი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილზე

გელა ჩარკვიანი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილზე

გელა ჩარკვიანი მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოვებული. მხატვრის, მწერლის და მუსიკოსის ცხოვრების ხანგრძლივ გზაზე არაერთი განსაცდელი ყოფილა, მაგრამ არის მხოლოდ ერთი უდიდესი ტკივილი, რომელსაც შვილის გარდაცვალება ჰქვია. გელა ჩარკვიანი: “24 თებერვალი ირაკლის გარდაცვალების დღეა. როგორც ჟურნალისტები, ისე ახლად გაცნობილი ცნობისმოყვარე ადამიანები ხშირად მეკითხებიან, ირაკლის სიმღერებიდან რომელი მომწონს ყველაზე მეტად. ირაკლის მართლაც ბევრი კარგი სიმღერა აქვს დაწერილი, […]

გელა ჩარკვიანი: “საბჭოთა კომუნიზმი უნიჭო და უინიციატივო ხალხის სამოთხე იყო”

გელა ჩარკვიანი: "საბჭოთა კომუნიზმი უნიჭო და უინიციატივო ხალხის სამოთხე იყო"

– ამიტომაც მას უნიჭოები, უუნაროები და „ჟულიკები“ მისტირიან, – აცხადებს მწერალი და მუსიკოსი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში “ნაგერალა”: “ანდროპოვს დღემდე რომ ეცოცხლა, ვერც დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი გავხდებოდი, ვერც წიგნს გამოვუშვებდი, ვერც ნოტებს და ვერც დისკებს. საბჭოთა კომუნიზმი უნიჭო და უინიციატივო ხალხის სამოთხე იყო. მათი უნიჭობის კომპენსაციას სახელმწიფო ნიჭიერთა შეზღუდვით ახორციელებდა. ამიტომაც მას უნიჭოები, უუნაროები და […]

გელა ჩარკვიანის ყველაზე სწორი რჩევა

გელა ჩარკვიანის ყველაზე სწორი რჩევა

დიპლომატმა გელა ჩარკვიანმა ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ისტორიები წიგნებად აკინძა. მისი მოსაზრებები საზოგადოებაში მოწონებით სარგებლობს, რადგან ბატონ გელას სიტყვების ჰაერზე სროლა არ უყვარს. “არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს გელა ჩარკვიანის ჩანაწერიდან, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა: “გესლიან კრიტიკულ შენიშვნებზე არ ვპასუხობ. ვერიდები ღვარ­ძლიან კამათში ჩაბმას. წარმოიდგინეთ, რომ გაცვიათ ქათქათა თეთრი ფრაკი. მიდიხართ სტუმრად. იქ ახლობლები, მეგობრები და ისეთი […]