ჭდე: განადგურება

ბერიკლდეების განადგურებაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის დროს ბერიკლდეების ნამოსახლარის დაზიანებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, გზის მწარმოებელი სამუშაოების კომპნიის ”ჩაინა ნუკლიარ ინდუსტრის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქარელის მუნიციპალიტეტში, ბერიკლდეებზე, დანგრეული სამარხების გადარჩენით არქეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს. არქეოლოგთა ჯგუფი, იულონ გაგოშიძის ხელმძღვანელობით ბერიკლდეების ნამოსახლარზე უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს. ბერიკლდეების ნამოსხლარზე მიმდინარე გადარჩენითი […]

შეწყდეს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის განადგურება!

კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გაერთიანებამ ,,ევროპა ნოსტრამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ის მოუწოდებს ყველა მხარეს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეწყდეს ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება. ოგრანიზაციის თანადგომის შესახებ ინფორმაციას საიას ავრცელებს და განმარტავს, რომ “ევროპა ნოსტრას” განმარტებით, საყდრისი მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს მაღაროა. გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს კამპანიასაც, რომლის მიზანია საყდრისი-ყაჩაღიანის […]

ლიზა ბაგრატიონი: “ვითხოვ სასწრაფო რეაგირებას!”

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია და კომპეტენტური პირებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს: “შეაჩერეთ საყდრისის განადგურება! სულ ვიღაცის და რაღაცის კრიტიკა მიწევს და გული მწყდება რომ ჩვენს ქვეყანაში ისე ვითარდება მოვლენები, რომ მომავლის სიკეთის სულ უფრო და უფრო ნაკლებად გჯერა ადამიანს… რა სამწუხაროა, რომ დღემდე მთავარ სიამაყედ მხოლოდ ჩვენი წარსული ისტორია გვაქვს. ვერაფერი შევქმენით მისი […]

ბერი კლდეების ნამოსახლარი განადგურებულია

საყდრისი ყაჩაღიანის უძველესი მაღაროს შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი უძველესი არქეოლოგიური ძეგლი განადგურდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში კარგად ჩანს, რომ ბულდოზერები ბერი კლდეების ნამოსახლარზე ანადგურებენ ისტორიას, რომელიც თითქმის 6 ათას წელს ითვლის. იქ, სადაც სამშენებლო ტექნიკა მიწას თხრის, რამდენიმე თვის წინ ყორღანები იყო. ამჟამად კი ყველაფერი განადგურებულია, ისტორია წაშლილია, ძველი დიდების გადმონაშთიდან […]