ჭდე: გამოუვალი მდგომარეობა

“გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტი მოხსნილია

11 ივლისს ფესტივალის “არტ გენი” ფარგლებში ჯგუფის “გამოუვალი მდგომარეობა” კონცერტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ აღარ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონცერტი მოხსნილია. ამის მიზეზი საღამოს ნავარაუდევი ძლიერი ქარი და წვიმა გახდა. “გამოუვალი მდგომარეობა” კონცერტს ერთ კვირაში გამართავს. უკვე შეძენილი ბილეთებით კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უპრობლემოდ შეეძლება. “არტ გენი” ერთი დღის დაგვიანებით, 17 ივლისის ნაცვლად, 18 […]

ნიაზ დიასამიძის პროტესტი

ნიაზ დიასამიძის 100-პროცენტიანი ჭეშარიტება

მომღერალი ნიაზ დიასამიძე საჯაროდ გამოხატავს თავის მოსაზრებებს და ამის გამო ხშირად საზოგადოების კრიტიკასაც იმსახურებს, თუმცა ხელოვანს ეს ნაკლებად აღელვებს. მისთვის მთავარია საკუთარ თავთან იყოს მართალი და თქვას ის, რასაც ფიქრობს. მომღერალი არც ახლა აპირებს გაჩუმებას და თავის პროტესტს აქცია-კონცერტში კოლეგებთან ერთად მონაწილეობით გამოხატავს. 16 იანვარს კანცელარიასთან გაიმართება აქცია-კონცერტი ნიაზ დიასამიძის, ეკო დეისაძის, ქეთათოს, გამოუვალი მდგომარეობის […]

,,გამოუვალი მდგომარეობის’’ კონცერტი გაუქმებულია

ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მათი დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. ღონისძიება, რომელიც 18 ივლისს ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, აღარ შედგება: “მოგეხსენებათ, რომ 18 ივლისის ქუთაისის კონცერტი იყო “რუსთავი 2”-ის მიერ ორგანიზებული და მასში “გამოუვალი მდგომარეობის” გარდა იქს ფაქტორის და კომედი შოუს წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, ჩვენთვის და თქვენთვის დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ქუთაისის მერიამ […]

,,გამოუვალი მდგომარეობა’’ ალბომს გამოსცემს

ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია. ეთერში პირველივე გასული სიმღერიდან ჯგუფმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაჩნდა ლაივების მოთხოვნა და ერთი წლის შემდეგ სერიალის ბენდი გაცოცხლდა. ჯგუფი ასრულებს ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს. ჯგუფმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა და გამოირჩევა ორიგინალური ტექსტებით. […]

მომღერლები ნიკუშასთვის ერთიანდებიან

ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადასარჩენად ერთიანდებიან. ისინი სპორტის სასახლეში გრანდიოზულ კონცერტს ჩაატარებენ და 10 ლარად გაყიდული ბილეთებით მისი ოპერაციისთვის საჭირო თანხას შეაგროვებენ. 33ა, გამოუვალი მდგომარეობა, ლაუდსპიკერსი, ფრანი, მგზავრები, რობი კუხიანიძე (აუთსაიდერი), რეგიონი, ნიკოლშოუ, გუფი ლენდი, დათო ხუჯაძე, ზურა ხაჩიძე, გიო ხუციშვილი და ბიჭები, ბაკურ ბურდული და სხვა ცნობილი მომღერლები 12 მარტს […]