ჭდე: გამარჯვება

ქართველებმა ესპანეთში გაიმარჯვეს

ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარშში (კატალონია) ქართველებმა გაიმარჯვეს. ცხინვალიდან დევნილი ქართველი ბავშვები მონაწილეობდნენ მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში „მზე და ზღვა“. ქართველმა ახალგაზრდებმა შეასრულეს ხალხური სიმღერების პოპური და წარმოადგინეს რამდენიმე ქართული ცეკვა. ბავშვებმა 5 საპრიზო, მათ შორის სამი პირველი ადგილი მოიპოვეს. ფესტივალში მონაწილეობდნენ წეროვანის დევნილთა ჩასახლების ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია“, ქართულ-ხალხური სიმღერებისა და საკრავთა ანსამბლი „მომავალი […]

ქართული ფილმი ,,მსოფლიო კინოს ფაბრიკის’’ გამარჯვებულია

ქართველი რეჟისორის რუსუდან ჭყონიას ფილმი “ვენეცია” “მსოფლიო კინოს ფაბრიკის” გამარჯვებულია. “მსოფლიო კინოს ფაბრიკა” კანის ფესტივალის დროს იმართება და ახალგაზრდა დამწყებ რეჟისორებს საკუთარი პროექტების რეალიზებაში უწყობს ხელს. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა კინოხელოვანების წარმოჩენასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანას. პროგრამა ირჩევს 10 დამწყებ რეჟისორს, რომლებიც თავიანთ პირველ ან მეორე პროექტზე მუშაობენ. 2015 წლის გამარჯვებულთა სიაში წელს საქართველოც […]

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გამარჯვებულია

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებმა 14 მარტს წარმატებით ითამაშა მან-სან-კანის უმაღლეს ლიგაში და გამარჯვებაც მოიპოვა. უმაღლესი ლიგის 1/8 ფინალში ქართველები ოთხ გუნდს დაუპირისპირდნენ და მეორე ადგილი მოიპოვეს. ინფორმაცია გამარჯვების შესახებ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა კაკი ჭანკურიძემ გაავრცელა: “კავეენის უმაღლესი ლიგის პირველი ტური გადავლახეთ! მეორე ადგილი!” უმაღლეს ლიგაში თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ნაკრებმა […]

ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა გერმანიაში გაიმარჯვეს

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა გიორგი გრძელიძემ და სერგო მარკოსიანმა გერმანიის ქალაქ აახენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე გაიმარჯვეს. მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი გრძელიძემ მოიპოვა II პრემია და ლაურეატის წოდება, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე სერგო მარკოსიანმა მიიღო სპეციალური პრიზი, რომელიც მას საშუალებას აძლევს საკონცერტო ტურნეთი წარდგეს იტალიისა და მალტის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებზე. […]

’’კარმენი’’ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის მიერ მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმული “კარმენი” ავსტრალიის ქალაქ პერტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “FRINGE WORLD 2015” გამარჯვებულია. ქართველი მსახიობები ნომინაციში “DANCE AWARD” საუკეთესოებად დასახელდნენ. სპექტაკლის პრემიერა ორი წლის წინ ლონდონში შედგა და 50 წუთიანმა წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ”კარმენი” თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც წარმატებით გათამაშდა და დაჯილდოვებული დაბრუნდა სამშობლოში. ერთმოქმედებიან ქორეოგრაფიულ დრამაში […]

’’მანდარინები’’ გამარჯვებულია

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე აცხადებს, რომ ზაზა ურუშაძის “მანდარინები” გამარჯვებულია. ქართულ-ესტონური ფილმი, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი ნომინაციაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ხუთეულშია მოხვედრილი: “ის, რომ ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ხუთეულშია მოხვედრილი და ოსკარის ნომინანტია, უკვე ფილმის და შემოქმედებითი ჯგუფის დიდი გამარჯვებაა. ზაზა ურუშაძის ფილმმა 25-მდე საერთაშორისო ჯილდო და პრიზი მიიღო, ოსკარებამდე რამდენიმე დღის წინ კი საერთაშორისო პრესის […]

ქართველმა რეჟისორმა ბულგარეთის კინოფესტივალზე გაიმარჯვა

ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე “NEW WAVE” ქართველმა რეჟისორმა გაიმარჯვა. სალომე ვეფხვაძის ფილმმა “მე, ისინი და მამა” მიიღო პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმისთვის. გამარჯვებულ ქართველ რეჟისორს კუთვნილი პრიზი და სიგელი უკვე გადასცეს. სალომე ვეფხვაძის პროექტმა 2014 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. ეს მისი სადიპლომო ნამუშევარია თეატრისა […]

სიმინდის კუნძული ტრიესტის კინოფესტივალის გამარჯვებულია

გიორგი ოვაშვილის ფილმმა “სიმინდის კუნძული” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. “სიმინდის კუნძულმა” ტრიესტის საერთაშორისო კინო-ფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. მოიპოვაგიორგი ოვაშვილის ნამუშევარი პრესტიჟული იტალიური ფესტივალის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობდა. ფილმის მორიგ გამარჯვებას ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა “The Hollywood Reporter”-ი ეხმაურება: “ტრიესტის კინო-ფესტივალი ოთხშაბათს საღამოს, გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძულის” დაჯილდოებით დასრულდა… ფილმი მოგვითხრობს ორი უცნაური ფერმერის – […]

“იმედის გმირი 2014” მინდია შაინიძე გახდა

გადაცემამ “იმედის გმირები” გამარჯვებული გამოავლინა. 14 ფინალისტიდან მაყურებელმა არჩევანი 19 წლის მინდია შაინიძეზე გააკეთა, რომელიც სამი სოფლის ბავშვებს ჭიდაობაში უსასყიდლოდ ავარჯიშებს. გარდა ამისა, ის ბავშვებს სხვადასხვა საგნების მომზადებაშიც ეხმარება. სულ გადაცემაში 38.000-მდე ზარი შევიდა, აქედან 12.670 ხმა მიიღო მინდია შაინიძემ. გამარჯვებული საქართველოს პირველმა ლედიმ გამოავლინა. მინდიას პროექტის ერთ-ერთი პარტნიორისგან საჩუქრად 5.000 ლარიც გადაეცა. 39 გმირიდან […]

ნინო ქათამაძე “იქს ფაქტორის” გამარჯვებულია

ქართველი მომღერლისთვის ნინო ქათამაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა უკრაინული “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრობა. მან და მისმა კონკურსანტმა დმიტრი ბაბაკმა შოუს მეხუთე სეზონის მოგება შეძლეს. მომღერალმა ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემას ფინალამდე ინტერვიუ მისცა: – როცა ჟიური ხართ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? – ჩემთვის უმთავრესია მუსიკის შეფასება, იმიტომ რომ უნდა იგრძნო და გაიგო რამდენად მნიშვნელოვანია იდგე სცენაზე და პირველად შესთავაზო […]