გახსნა

კასპში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

კასპში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

კასპში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა. ფოლკლორის ცენტრის კასპის წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს ფოლკლორის თითოეული დარგის თანაბარ განვითარებასა და აღორძინებას, ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებასა და მოვლას, უნიკალური ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენასა და […]

ხობში სალოტბარო სკოლა იხსნება

ფოლკლორის ცენტრმა მოზარდმაყურებელთა თეატრი მოატყუა

15 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ხობის ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ხსნის ხობის სალოტბარო სკოლას. პროექტი ითვალისწინებს ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებას, მოვლასა და აღორძინებას, ფოლკლორის ყველა დარგის პროფესიულ სწავლებას. სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას. სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული […]

ისტორიის მუზეუმში ფოტონამუშევრები გამოიფინება

ისტორიის მუზეუმში ფოტონამუშევრები გამოიფინება

9 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ნინო ზარდალიშვილის ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციას,,ზღაპარი, ემოცია და ადამიანი” ეწოდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი ფოტოგრაფიული სერია სახელწოდებებით ,,სიზმრები და ზღაპრები”, ,,ფერები”, ,,ჩრდილების გარეშე” და ,,სხეულის პლასტიკა”. ოთხივე მათგანი ავტორის ინოვაციური მიდგომით შეიქმნა და კონცეპტუალურ და არაკონცეპტუალურ ნამუშევრებს აერთიანებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ინტერიერში, ექსტერიერსა და ატელიეში გადაღებული 26 […]

მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან სამი ვარსკვლავი გაიხსნა

მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან სამი ვარსკვლავი გაიხსნა

მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან 30 დეკემბერს კიდევ სამი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. ქართული ტელევიზიის ცნობილ ტელეწამყვანებს ჟანეტა არჩვაძეს, თენგიზ ნათაძეს და ნუგზარ ჯუღელს სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნეს. ვარსკვლავები სწორედ იმ ადგილას გაისხნა, საიდანაც მათი პირველი ეთერი გავიდა. ამ ტრადიციას შარშან ჩაეყარა საფუძველი. მისი ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა ჩართოლანია. მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან პირველად ლია მიქაძის, ალექსანდრა […]

ქართული ხელნაწერების ფოტოები კაიროში გამოიფინა

ქართული ხელნაწერების ფოტოები კაიროში გამოიფინა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, მამლუქ ამირ ალ–ტაზის ისტორიულ სასახლეში ქართული დამწერლობის ნიმუშების, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების ფოტო-გამოფენა გაიხსნა. ცენტრის ხელნაწერი კოლექციების გვერდით გამოიფინა ოთხი ახალგაზრდა კალიგრაფის დავით მაისურაძის, გიორგი სისაურის, ოთარ მჭედლიშვილისა და ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები. პროექტის მიზანია ქართულ-ეგვიპტური ურთიერთობების განვითარება, ეგვიპელებისთვის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული […]