გაგა ჩხეიძე

თბილისის ერთ-ერთი ძველი კინოთეატრი 7 მილიონად იყიდება

თბილისის ერთ-ერთი ძველი კინოთეატრი 7 მილიონად იყიდება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ძველი კინოთეატრი 7 მილიონად იყიდება. ინფორმაცია ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელმა გაგა ჩხეიძემ გაავრცელა: “სახელმწიფო 7 მილიონად აუქციონზე ყიდის თბილისის ერთ-ერთ ძველ კინოთეატრს. ადრე მას “კომკავშირელი” ერქვა, შემდეგ – “ელისო”. ეს კინოთეატრი 2012 წლამდე სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” საკუთრება იყო, შემდეგ გადაიტანეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე და გააქირავეს. წლებია, შენობაში მაღაზია […]

კინოთეატრი “ბათუმი” დაანგრიეს

კინოთეატრი "ბათუმი" დაანგრიეს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის გაგა ჩხეიძის ინფორმაციით, კინოთეატრი “ბათუმი” აღარ არსებობს. დანგრეული შენობის ფოტო მან თავად გაავრცელა: “ბათუმი” ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მყარად იდგა. ეს ფოტო დღეს გადავიღე. ზუსტად ისეთივე იყო ყვარლის კინოთეატრი, რომელიც დაიწვა.”

გაგა ჩხეიძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

გაგა ჩხეიძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე გამოდის არაჩვეულებრივი ინიციატივით, გაიხსნას მუზეუმები, რათა ადამიანებმა ამ რთულ დროს სულიერი საზრდო მიიღონ: “სილამაზის და ესთეტიკის სალონები და მშენებლობის ბუმი გასაგებია, მაგრამ რა კარგი იქნებოდა, მუზეუმები რომ იყოს ღია. ყველაზე მარტივი საქმეა, რეგულაციებიც ადვილი დასაცავია, სიამოვნებით ვივლიდი. დროის დეფიციტი არ მაქვს. ხალხიც არ მიაწყდება ალბათ. სულიერი საზრდოც გვჭირდებაო, ეკლესია ხომ […]

გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობა

გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს გაგა ჩხეიძეს ახალი თანამდებობა აქვს. ის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ გაგა ჩხეიძემ თავად გაავრცელა: “წუხელ, ოფიციალურად გადმომცეს ქართული კინოს მართვის სადავეები, სხვა სიტყვებით კი – დამნიშნეს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად (მინისტრის ბრძანება N 351/კ). გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს. მოწინააღმდეგეებს კი ვთხოვ, არც ერთი წუთით არ […]

გაგა ჩხეიძე: “ასე “იზრუნა” სამინისტრომ კულტურაზე”

გაგა ჩხეიძე: "ასე "იზრუნა" სამინისტრომ კულტურაზე"

– ოდესმე ვეღირსებით ამ ქვეყანაში კულტურის კარგ და მისაღებ პოლიტიკას? – კითხულობს გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი: “კინოთეატრ “აპოლოს” ახალმა პროექტმა კომერციისა და კულტურის წარუმატებელი კოჰაბიტაციის ერთი უკვე არსებული მაგალითი გამახსენა. ფოტოზე აღბეჭდილია აღმაშენებელზე მდებარე ყოფილი კინოთეატრი “ელისო”, რომელსაც საბჭოთა პერიოდში “კომკავშირელი” ერქვა. ამ კინოთეატრის მაგალითზე შესაძლებელია ვიმსჯელოთ წინა ხელისუფლების კულტურის (და ეკონომიკის) პოლიტიკაზე, […]

კულტურის და არქიტექტურის კიდევ ერთი ძეგლი იყიდება

ძველი კინოსტუდიის პავილიონი

იყიდება საქართველო – ეს ფრაზა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ყველაზე მეტად შეეფერება. იყიდება ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლება. ამჯერად თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 20-იანი წლების კულტურის და არქიტექტურის ძეგლი – ძველი კინოსტუდიის პავილიონი იყიდება. ინფორმაცია ძველი კინოსტუდიის პავილიონის გაყიდვის შესახებ გაგა ჩხეიძემ გაავრცელა: “იყიდება 20-იანი წლების კულტურის და არქიტექტურის კიდევ ერთი ძეგლი – ძველი კინოსტუდიის პავილიონი! თუ […]

ხმა მიაწვდინეთ ძეგლის ავტორს

ხმა მიაწვდინეთ ძეგლის ავტორს

რამდენიმე თვის წინ კინომსახიობთა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ქართული კინოს ვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის ძეგლი. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამაარსებელი გაგა ჩხეიძე ძეგლის ფოტოს ავრცელებს და თბილისის მერიას და ძეგლის ავტორს მის მოვლას სთხოვს: “აი, ასეთი ხარისხის ძეგლებს დგამს თბილისის მერია და მერე ასე უვლის… ბოდიში ამ ფოტოს გაზიარებისთვის, მაგრამ მინდა ვინმემ ხმა მიაწვდინოს ძეგლის ავტორს […]

“ახალ მზიურში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა”

"ახალ მზიურში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა"

ამ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამაარსებელი გაგა ჩხეიძე ავრცელებს და ახალ მზიურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოუწოდებს შესაბამის უწყებებს მოახიდნონ დროული რეაგირება. გაგა ჩხეიძე: “ახალ მზიურში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა – ლგბტ თემისადმი მტრულად განწყობილმა, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფმა და სასულიერო პირებმა ჩაშალეს “თავისუფალი კინოჩვენებების” ფარგლებში დაგეგმილი სეანსი ბრიტანული ფილმისა “პრაიდი”. მეთიუ ვორჩუსის “პრაიდი” 2014 წელს გამოვიდა ეკრანებზე. […]

გაგა ჩხეიძე: ,,კულტურის დაფინანსება არაადექვატურია!”

გაგა ჩხეიძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე საქართველოში კულტურის დაფინანსებაზე საუბრობს და საჯაროდ აცხადებს, რომ ამ სფეროს დაფინანსება არაადეკვატურია. გაგა ჩხეიძე: “საბას დაჯილდოების ჩანაწერი ვნახე. ქეთი ქანთარიამ სრულიად სამართლიანად გააკრიტიკა კულტურის სამინისტრო, რომელმაც მეტი უნდა გააკეთოს მხატვრული თარგმანის დასახმარებლად, მაგრამ მე ვთვლი, რომ სრულიად უადგილო იყო ლიტერატურული თარგმანის დაფინანსების შედარება კინოს დაფინანსებასთან. ჯერ ერთი, ასეთი გამოსვლა […]

გაგა ჩხეიძე: ,,გიხაროდეთ, ქართველო კინოშნიკებო!”

გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამაარსელებლი გაგა ჩხეიძე კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობაზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია: “რებრენდიგის და სასიკეთო ამბების მოლოდინში დღეს (პირველად!) წავედი კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობაზე. მეგონა, ეს ვადაგასული და დრომოჭმული ორგანიზაცია ძალებს მოიკრებდა და ქართული კინოს საკეთილდღეოდ რეფორმებს განახორციელებდა, შინაარსსაც შეიცვლიდა და ფორმასაც. თქვენც არ მომიკვდეთ, მხოლოდ სახელის შეცვლა ყოფილა დღის […]