ეთერ თათარაიძე

ეთერ თათარაიძის ძალიან კარგი წერილი

ეთერ თათარაიძის ძალიან კარგი წერილი

ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე მთელი ცხოვრება ქართულ ზეპირსიტყვიერებას ემსახურება და ცდილობს, თანამედროვედ მისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის: “შეიძლება ეს ყველაფერი გავხადოთ თანამედროვედ მისაწვდომი საზოგადოებისთვის, თუნდაც ფორმით, თორემ მე რა უფლება მაქვს, ან რა აზრი ექნება გენიალურ ხალხურ ლექსს ლიტერატურულად გალექსილს? გვინდა უფრო მივუახლოვოთ ახალგაზრდა მსმენელს ხალხური სიბრძნე, თორემ ჩემი ასაკის და კიდევ უფროსი ასაკის თაობის მსმენელისთვის ეს ლექსები […]

ეთერ თათარაიძის საგანძური ქართული ფოლკლორიდან

ეთერ თათარაიძის საგანძური ქართული ფოლკლორიდან

ეთერ თათარაიძე მეუღლესთან ამირან არაბულთან ერთად ქართული ფოლკლორის საგანძურის ნამდვილი მარგალიტების შემგროვებელია. “არტ ინფო” გთავაზობთ საინტერესო ამბებს ქართული ფოლკლორიდან: “ჩრდილოკავკასიელთა შემოსევები კიდევ უფრო გახშირდა რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ. ყველაზე ძნელად მოსაგერიებელი მაინც მურთაზის – ჩაჩან-ინგუშთა ნაიბის – შემოსევა ყოფილა. დიდძალი ლაშქრით და ზარბაზნით ქისტეთიდან ქაჩუს მთით თუშეთში გადმოსული მურთაზი ფარსმის ციხეს მისდგომია, მაგრამ ციხეში გამაგრებული […]

გულქან რაზიკაშვილი მამაზე – ვაჟა ფშაველაზე

გულქან რაზიკაშვილი მამაზე - ვაჟა ფშაველაზე

ვაჟა ფშაველაზე ბევრიც ითქვა და ბევრიც დაიწერა, მაგრამ მისი შვილის – გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი მაინც ყველაზე განსაკუთრებულია. “არტ ინფო” გთავაზობთ ფოლკლორისტის ეთერ თათარაიძის ჩანაწერებს გულქან რაზიკაშვილის ნაამბობიდან: “- უქმდება, მზე ჩადის, ხო არ დაგღალე ეთერო! – არა… … – ხან წავიღიღინოთ კიდეცა, ჩემო ქალო… თავის პატრონი ენაცვლოს თავის თვალყვითელ ციცასაო, დაძვრება მეზობლებშია, დამბალ ხაჭოსა ზიდავსაო, […]

ეთერ თათარაიძის გულწრფელი აღიარება

ეთერ თათარაიძის გულწრფელი აღიარება

ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გადაწყვიტა ათასობით მკითხველისთვის თავისი გულწრფელი აღიარება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლექსით “დაბადება” გაემჟღავნებინა: “ჩემს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია და არც ცხენები საუწყებლად არ გაახელეს, აგვისტოს ღამე ეყრებოდა მწვერვალს თოვლიანს, თუშურ ბაშტეში დედა უხმოდ იმტვრევდა ხელებს. გაჩნდა ქალი და რა ზეიმი უნდოდა ამბავს, გამოჰყოლოდა მაცნეს გარეთ კილო ბოდიშის, ამბობენ, თურმე, სანადიროდ წასულმა მამამ, თოფი […]

ეთერ თათარაიძის მიმართვა ქართველებს

ეთერ თათარაიძის მიმართვა ქართველებს

ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე ქართველებს მიმართავს და თავისი გულწრფელი, უდიდესი სიყვარულით ეფერება მათ. ზურა გოგორიკიძე: “როცა ადამიანს შეგიძლია ასე გიყვარდეს შენი მოყვარე, ძმობილი ვერაფერი ვერ მოგერევა ვერც სახადი და ვერც ვერაფერი. ნაღდი გულწრფელი სიყვარული, რომელმაც შეუძლია ისე გაგახაროს რომ არ დაეძებდე არცა არაფერს. მე მჯერა ამ სიყვარულის.”

ეთერ თათარაიძე ხალხური “ვეფხისტყაოსნის” შესახებ

ეთერ თათარაიძე ხალხური "ვეფხისტყაოსნის" შესახებ

ფოლკლორისტ ეთერ თათარაიძეს ჰგონია, რომ “ვეფხისტყაოსანს” ავტორი არ ჰყავს და ის უფლისგან გამოგზავნილი სასწაულია: “არც მგონია, რომ “ვეფხისტყაოსანს” ჰყავს ავტორი. სულ მგონია, რომ უფალმა ან სასწაულით გამოგზავნა ეს ტექსტი, ან ვინმეს, რომლის სახელი და გვარიც სამუდამოდ დაკარგა, ესე ზეციდან უკარნახა და აწერინა. ცოცხალი ადამიანის დაწერილს არც ჰგავს “ვეფხისტყაოსანი” და შემიძლია ვთქვა, რომ ფანტასტიური ვარიანტები გვაქვს […]

ეთერ თათარაიძე: “რატომ უნდა გვქონდეს ამდენი ვაი ვაგლახი”

ეთერ თათარაიძე: "რატომ უნდა გვქონდეს ამდენი ვაი ვაგლახი"

ფოლკლორისტი და პოეტი ეთერ თათარაიძე სამშობლოს დიდი გულშემატკივარია. იგი სიამოვნებით შეუერთდა კამპანიას გადავარჩინოთ ამღა: “გადარჩენაზე რატომ უნდა გვქონდეს ამდენი ვაი ვაგლახი გადასატანი, როცა ამღა, ჭიმღა ახიელაო, ჩემი თითის სახვიელაო. ძალიან პატარა ხეობაა, კილომეტრებსა და სივრცეებზე გადაჭიმული ხომ არ არის. აქედან, ამ ეტაპზე ერთადერთი სოფლის გადარჩენას ვითხოვთ, დიდებული ისტორიით, რაც არხოტს გადაარჩენს“.

ასეთი იყო ვაჟა ფშაველა

ასეთი იყო ვაჟა ფშაველა

ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ ვაჟა ფშაველას შვილის გულქან რაზიკაშვილის მოგონებები ჩაიწერა, სადაც მკითხველი ნამდვილ ვაჟა ფშაველას გაიცნობს: *** აი, როგორი იყო მამაი: გართული იყო ბუნებაშია, არა გეეგებოდა შვილებისა. მე თავზე ხელს დამადგამდა. იმისი კოცნა არ მახსოვს. არ მოსწონდა ხალხის ჩოჩქოლ-ხმაური, არ ითანხმებდა რატ-რატსა, მალევ მაშორდებოდა აჩოჩქოლებულ ხალხსა. მამას ბალღ-ბულღთა არა მისდიოდა რა, სუ თავის საფიქრალში იყო […]

გულქან რაზიკაშვილი: “მამაჩემი იყო ტანჯული…”

გულქან რაზიკაშვილი: "მამაჩემი იყო ტანჯული..."

გულქან რაზიკაშვილი 15 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ვაჟა ფშაველა მის მეხსიერებაში მუდამ მშრომელი შემორჩა. ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გულქან რაზიკაშვილისგან რამდენიმე საინტერესო ისტორია ჩაიწერა: “ისე დავბერდი სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა… ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო […]

ვახუშტი კოტეტიშვილის იუბილე პოეზიის საღამოთი აღინიშნება

ვახუშტი კოტეტიშვილის იუბილე პოეზიის საღამოთი აღინიშნება

ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, მთარგმნელისა და პოეტის ვახუშტი კოტეტიშვილის იუბილეს ხალხური პოეზიის საღამო მიეძღვნება. წელს ვახუშტი კოტეტიშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა. მისი იუბილე დაგვიანებით, მაგრამ მაინც აღინიშნება. 10 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები, ინდივიდუალური და ჯგუფური შემსრულებლები – მელექსეები, მომღერლები, მოცეკვავეები, იუმორის ოსტატები. […]