ჭდე: ექვთიმე თაყაიშვილი

ნიკოლოზ ხომასურიძე: “მადლი-ერი ვარ ექვთიმე თაყაიშვილის”

ექვთიმე თაყაიშვილი

რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ არაერთი დაბრკოლება გადალახა, მაგრამ ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე დაასრულა და მისი პრემიერა 20 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება, შემდეგ კი მაყურებელს მისი ნახვა კინოთეატრებში შეეძლება. თბილისურ პრემიერამდე ფილმი ”ექვთიმე ღვთისკაცი” ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში ლიხაურში და ბათუმში აჩვენეს. ფოტო, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ბათუმური პრემიერის შემდეგ არის გადაღებული. თამარ გუდავა: “ეს ფოტო ღირდა, […]

ბრძოლა ანჩისხატის გადასარჩენად!

ასე უწოდებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია თავისი წიგნიდან ”სამი ქართული ამბავი” ერთ-ერთნფმდვილ ისტორიას, რომელიც ხელოვნების სასახლის დამაარსებელს, დავით არსენიშვილს ეძღვნება: ”დავით არსენიშვილის მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სისხლიან პერიოდს დაემთხვა. ქვეყნის გასაბჭოება, წითელი ტერორი, მასობრივი დაპატიმრება-დახვრეტები, ეკლესია-მონასტრების ნგრევა-აფეთქებები და ასე შემდეგ… ამ პერიოდში რამდენიმე ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე შეეცადა წინ აღსდგომოდა საბჭოთა ხელისუფალთა დაუოკებელ […]

“საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა”

აცხადებს რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელმაც შეძლო მრავალი დაბრკოლების გადალახვა და ექვთიმე თაყაიშვილზე მხატვრული ფილმი გადაიღო: “ჩვენ ეს გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად შევძელით! სრულად გადავიღეთ და გავაცოცხლეთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის გამორჩეული ისტორია. უდიდესი მადლობა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს, მხარდამჭერ კომპანიებსა და 7000-ზე მეტ პატრიოტ მოქალაქეს ასეთი ნდობის, გულწრფელი თანადგომისა და თქვენი ქველმოქმედებისთვის. ჩვენ […]

“შევასრულეთ ჩვენი მისია და პირობა!”

2,5 წლიანი ბრძოლა დასრულებულია. ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის გადაღება დაასრულა, სადაც მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს: “გილოცავთ თანამებრძოლებო! შევასრულეთ ჩვენი მისია და პირობა! როგორც ექვთიმე არ გატყდა, ისე ჩვენ არ გავტყდით ამ 2,5 წლის მანძილზე. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავაცოცხლეთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის გამორჩეული ისტორია. 2017 წლის 15 […]

უცნობი ექსპონატები ტაო კლარჯეთიდან

26 ივნისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია “ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი”. კატალოგი ეძღვნება 1917 წელს სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის 100 წლის იუბილეს და მასში შესულია ბევრი უცნობი და საინტერესო, ტექსტური და ვიზუალური მასალა, ექსპედიციის შედეგად მიღებული ფოტოები, ნახაზები, ნახატები, ბარელიეფები და ქანდაკებები, დღეს უკვე ექსპონატები, რომლებიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს. ზუსტად 100 […]

“ძალიან მაგარი ამბავი მოხდა”

ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე წლებია ექვთიმე თაყაიშვილზე დაწყებული ფილმის დასრულებისთვის იბრძვის. დიახ, იბრძვის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული და საქართველოსთვის ფასდაუდებელი განძის მეპატრონეზე ფილმის გადაღება შემოქმედებით ჯგუფს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვით უწევს. ფილმში მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს, გადაღებები დასასრულს უახლოვდება. ამდენი წვალების შემდეგ, ფილმის რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ სასიამოვნო ამბავი გაავრცელა: […]

“თუ სახელმწიფო გქვია, თუ გაწუხებს შენი ქვეყნის უძველესი კულტურა…”

– ეროვნული პროდუქტი, მხოლოდ საჭმელი და სასმელი არ არის და ცოტა სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული ნაწარმის შექმნაზეც უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომლის წარმოებას ბევრი დრო და შრომა სჭირდება, – აცხადებს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელიც 2 წელია ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფილმს იღებს და არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს. ნიკოლოზ ხომასურიძე: “2017 წელს რომ ასეთ საშინელ […]

“ამ ხელოვანმა ხალხმა რა დააშავა”

ფილმის “ექვთიმე” ერთ-ერთი შემქმნელი ლაშა კანკავა ხელოვანების დღევანდელ ყოფას აფასებს და მიაჩნია, რომ ისინი უსამართლოდ დაჩაგრულები არიან. “ექვითმეს” გუნდი უკვე ორი წელია დიდი გაჭირვებით და უამრავი პრობლემის დაძლევით ცდილობს დაასრულოს ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა და დაფინანსება არ აქვს. ლაშა კანკავა: “ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მაქვს რუსეთის იმპერიალისტურ დამოკიდებულებასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ. […]

“თუ მართლა ასეთ დიდ პიროვნებებად მიგაჩნიათ ეს უდიდესი ქართველები…”

ნიკოლოზ ხომასურიძე ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ

– სწორედ ამაზეა ნათქვამი: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს,” – აცხადებს ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და საქართველოს მთავრობას მიმართავს. ნიკოლოზ ხომასურიძე: “თუ მართლა ასეთ დიდ პიროვნებებად მიგაჩნიათ ეს უდიდესი ქართველები და თანაც ექვთიმე თაყაიშვილის პოსტერი პირველ ადგილზეა, მაშინ ასეთი უყურადღებობა მის შესახებ პირველი მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი”-ს მიმართ ნამდვილად სამწუხარო და გასაოცარია. გზა ევროპისკენ კი არა, […]

“სულ მალე ექვთიმე თაყაიშვილის საოცარ სამყაროში მოგზაურობა გელით”

1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში არქეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ რეალურად პირველად მაშინ აღმოაჩინა ტაო-კლარჯეთი და მისი დიდებული არქიტექტურა. წელს ამ ექსპედიციას 100 წლის იუბილე უსრულდება. ისტორიკოსი გიორგი კალანდია ამ ფაქტს სიახლით ეხმაურება: “წელს ყველაზე ცნობილ, ყველაზე გამორჩეულ და ალბათ ყველაზე საეტაპო ქართულ სამეცნიერო ექსპედიციას 100 წლის იუბილე უსრულდება. 1917 წელს ექვთიმე […]