ჭდე: ექსპედიცია

ეროვნული არქივის ექსპედიცია გელათში ჩავა

რა ელის გელათის მონასტერს?

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის „ეროვნული არქივის ექსპედიციები“ ფარგლებში, გელათის მონასტრის ფოტო და ვიდეოგადაღება იგეგმება. პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი და უჯარმის ციხე. ეროვნულ არქივში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური […]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პრეზენტაციას გამართავს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პრეზენტაციას გამართავს

12 იანვარს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება სინას მთაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია. ასევე, ფოტოებისა და სინას მთასთან დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენა. 2002 წლის შემდეგ, სათანადო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვერ ახორციელებდა სინას მთაზე ექსპედიციებს და იქ დაცული კოლექციის კვლევას. 2014 წლის დეკემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს […]