Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ელისო ვირსალაძე

ელისო ვირსალაძე – აი, ეროვნული საგანძური!

ელისო ვირსალაძის დაუვიწყარი კონცერტი თელავში

პიანისტი ელისო ვირსალაძე მთელი თავისი ცხოვრება მის უდიდებულესობა მუსიკას ემსახურება. ხელოვანის მიერ ჩატარებული ყველა კონცერტი უდიდესი დღესასწაულია. პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ელისო ვირსალაძის ერთ-ერთი საკონცერტო ჩანაწერის ნაწყვეტს აქვეყნებს და უფროს კოლეგას ეროვნულ საგანძურს უწოდებს: “აი, ეროვნული საგანძური. აი, კრისტალური, გაუფილტრავი, მრავალწახნაგიანი, ნამდვილი. ჩვენ კი რაღაც ზედაპირულსა და უსაგნოზე ხშირად რამდენ ენერგიას, დროს, აზრს ვხარჯავთ. ვაფასებთ, ვწერთ, […]

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნითი კონცერტით დაიხურება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნითი კონცერტით დაიხურება

15 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასკვნითი კონცერტით დაიხურება. 19 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგება საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით და სოლისტები პიანისტები ელისო ვირსალაძე და მამიკონ ნახაპეტოვი და ჩელისტი დიმიტრი პროკოფიევი. კონცერტზე შესრულდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის კონცერტი ორი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის მი ბემოლ მაჟორი №10 KV 365, რობერტ […]

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ელისო ვირსალაძეს

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ელისო ვირსალაძეს

2017 წლის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში გაიხსნა! დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ გიორგაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ქალბატონი ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა! სასიამოვნო სიურპიზის შემდეგ დაიწყო ფესტივალის პირველი კონცერტი, რომელზეც მსმენელის წინაშე ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი წარდგა. საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორა არიელ ცუკერმანმა. […]

ელისო ვირსალაძის დაუვიწყარი კონცერტი თელავში

ელისო ვირსალაძის დაუვიწყარი კონცერტი თელავში

8 ოქტომბერს 19 საათზე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში კამერული მუსიკის კონცერტს წარმოადგენს. კონცერტი ედუარდ ბრუნერის ხსოვნას მიეძღვნება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან ლეგენდარული ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე და დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი მევიოლინეების ანდრეი ბარანოვის და როდიონ პეტროვის, ალტისტის ფედორ ბელუგინის და ჩელისტის ალექსეი ჟილინის შემადგენლობით. საკონცერტო პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის №1 […]

ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი 7 ოქტომბერს თელავში პირველად დაუკრავს

ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი 7 ოქტომბერს თელავში პირველად დაუკრავს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 7 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებულ ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის პირველივე დღეს კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი დაუკრავს. ლუკაში ბრიუსელის დედოფლის ელისაბედის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის 2016 წლის გრან პრის მფლობელია. იგი საქართველოში პირველად ჩამოვა და 7 ოქტომბერს თელავის ფესტივალის გახსნაზე დაუკრავს. ლუკაშ […]

თელავში მუსიკალური დღესასწაული იწყება

თელავში მუსიკალური დღესასწაული იწყება

7-15 ოქტომბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. კულტურის სამინისტროში ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი რევაზ თავაძე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური […]

ქართველი პიანისტი საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია

ქართველი პიანისტი საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი საფრანგეთში გამართული პიანისტთა რიგით მე-16 საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია. კონკურსში მონაწილეობენ პიანისტები 16-დან 25 წლამდე. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ფინალში პირველი ადგილის დასაკავებლად სამი რჩეული იბრძოლებს – ახალგაზრდა პიანისტები საქართველოდან, რუმინეთიდან და ჩინეთიდან. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია საპრიზო თანხა 25.000 ევროს ოდენობით. ანა ყიფიანი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. იგი მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობს და ელისო ვირსალაძის […]

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე თელავის მუსიკალურ ფესტივალზე

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე თელავის მუსიკალურ ფესტივალზე

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე კოლია ბლახერი საქართველოში ჩამოვა და თელავში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე კონცერტებს გამართავს. 5 ოქტომბერს, ვენის კონცერტჰაუსის შემდეგ, კოლია ბლახერის დატვირთულ საკონცერტო განრიგში საპატიო ადგილზე თელავის ფესტივალია. მუსიკოსი სტრადივარიუსის ვიოლინოზე უკრავს, რომელიც 1730 წელს არის დამზადებული და ქალბატონ კიმიკო პაუერსს ეკუთვნის. სწორედ კოლია ბლახერი გახსნის წელს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში. 9 ოქტომბერს ქართველი მსმენელისთვის მევიოლინე […]

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა ცნობილია

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა ცნობილია

9 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში საზეიმო კონცერტით გაიხსნება. წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება ოლეგ კაგანის 70 წლისთავს. “არტინფო” გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას: 9 ოქტომბერი 19:00 ფესტივალის საზეიმო გახსნა ბეთჰოვენის აკადემიის სიმფონიური ორკესტრი (პოლონეთი) დირიჟორი იაცეკ კასპშიკი სოლისტები კოლია ბლახერი, დმიტრი შიშკინი პროგრამაშია: ფრედერიკ შოპენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის № 1 მი მინორი თხზ.11 ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდის კონცერტი ვიოლინოსა […]

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში იწყება

ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ საჩუქარს უმზადებს. 9-15 ოქტომბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც არა მარტო თელაველების, არამედ სრულიად საქართველოსთვის უდიდესი დღესასწაულია. გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილი პიანისტის ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის Check […]

გვერდი 1 - 212