ელისაბედ ჩერქეზიშვილი

უპრეცედენტო ფაქტი ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზე

უპრეცედენტო ფაქტი ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზე

აქვსენტი ცაგარელის “ხანუმას” როლის შემსრულებელი მსახიობის ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზე უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. მარჯანიშვილის თეატრიდან მოულოდნელად გარდაცვლილი მსახიობის ცხედარი ქალბატონებმა გამოასვენეს. ელისაბედ ჩერქეზიშვილის კუბო ნატო ვაჩნაძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს, სესილია თაყაიშვილსა და თამარ ჭავჭავაძეს მიჰქონდათ. ეს იყო ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მიცვალებულს უკანასკნელ გზაზე არა მამაკაცები, არამედ ქალბატონები მიასვენებდნენ. 84 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

ავტობუსის რიგში გარდაცვლილი ელისაბედ ჩერქეზიშვილი

ავტობუსის რიგში გარდაცვლილი ელისაბედ ჩერქეზიშვილი

ქართველი მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი ავტობუსის რიგში გარდაიცვალა. ხელოვანი, რომლის სამსახიობო ნიჭით აღფრთოვანებული იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, ივანე მაჩაბელი და სხვები, ბოლნისში “ხანუმას” სათამაშოდ მიემგზავრებოდა. ბილეთის რიგში მდგომს მოულოდნელად გული შეუწუხდა, ადგილზე ჩაიკეცა და გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტს გალაკტიონ ტაბიძე იხსენებდა: “გარდაიცვალა ელისაბედ ჩერქეზიშვილი. ვერის ხიდთან, სადაც დარიალისკენ მიმავალი ავტობუსების ბილეთებსა ჰყიდიან, ისიც […]

“ქეთო და კოტე” – ქანდაკება პიონერთა სასახლის ბაღში

ქეთო და კოტე

– ეს იყო პეტერბურგში, – ეს ფრაზა ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. ზუსტად 70 წლის წინ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა ფილმი “ქეთო და კოტე” გადაიღო. ფილმში ქართული კინოს ნამდვილი თანავარსკვლავედი მონაწილეობს – მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, პეტრე ამირანაშვილი, შალვა ღამბაშიძე, თამარ ჭავჭავაძე, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, სერგო ზაქარიაძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო […]