ჭდე: ელენე ახვლედიანი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უნიკალურ ესკიზებს გამოფენს

25 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში თეატრის მუზეუმის საგანძურის გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „გიყვარდეს მეტი“ ფარგლებში. თეატრის მუზეუმში 2.500-მდე უნიკალური ესკიზია დაცული. აქედან 120-ს ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კოლექციაში გაერთიანებულია ახვლედიანის, ყაზბეგის, იგნატოვის, შტენბერგის, ლაპიაშვილის, ჭავჭავაძის, გეგეშიძის, ალექსი-მესხიშვილის, ობრეზკოვის და სხვათა ნამუშევრები. […]

“უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ დაგვეხმაროთ”

“არტ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენიალური ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავალს იკა ახვლედიანს ბინიდან ასახლებენ. ხელოვანი სამი მცირეწლოვანი შვილით, მოხუცი დედით და მეუღლით ქუჩაში რჩება. რამოდენიმე წლის წინ, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბინა იპოთეკით იქნა დატვირთული. ოჯახი რეგულარულად იხდიდა საკმაოდ მაღალ პროცენტს 3 წლის განმავლობაში და მხოლოდ 2 თვის გადაუხდელობის გამო, მევახშემ აღმასრულებელი სამსახურის დახმარებით ბინა […]

ელენე ახვლედიანის მონაგარს ბინიდან ასახლებენ

ელენე ახვლედიანი

ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის მონაგარს ბინიდან ასახლებენ: “სოს! იკა ახვლედიანს სამი მცირეწლოვანი ბავშვით სახლიდან ასახლებს მევახშეების ცნობილი “ბომონდი”, თავის დროზე 2 თვის პროცენტის გამო ბინა გადაიფორმეს, კაპიკებში ხელში ჩაიგდეს. ამ ამბავს მისი მეუღლის დედაც შეეწირა. საქმის მწარმოებელი, მფარველი და ადვოკატი თვით ქალაქის მერი ნარმანიას ძმა გახლავთ, ძნელია მისთან ბრძოლა და სამართლიანობაზე საუბარი. დღეს აღმასრულებლები […]

ქართული ავანგარდი მოსკოვში

“ქართული ავანგარდი” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1900-1930-იან წლებში შექმნილი უნიკალური ნამუშევრები. დამთავლიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, კირილე ზდანევიჩის, ელენე ახვლედიანის, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის შემოქმედებას. გამოფენა 12 დეკემბერს გაიხსნება და მასზე საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული 200-მდე […]

ელენე ახვლედიანის ნახატები თელავშია

მხატვარ ელენე ახვლედიანის ნამუშევრები თელავშია. ხელოვანი, რომლის შემოქმედებაც აქტუალობას არ კარგავს, მშობლიურ კახეთში გაიხსენეს. მისი ნამუშევრების ექსპოზიცია ღია ცის ქვეშ, სამხატვრო სკოლისა და ბატონის ციხის ტერიტორიაზე მოეწყო. გამოფენის მოწყობის იდეის ავტორი თელავის მერიის ახალგაზრდული სათათბირო საბჭოა. გამოფენა მუდმივმოქმედია და მომავალში ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გარდა, ღია ცის ქვეშ სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც გამოიფინება.

საბედისწერო შეცდომა ელენე ახვლედიანის ცხოვრებაში

ელენე ახვლედიანი ყველა ქართველისთვის გამორჩეულად საყვარელი ხელოვანია. მის მხატვრობას დღესაც აღტაცებაში მოჰყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამთვალიერებელი. რაც დრო გადის, მისი ნამუშევრები სულ უფრო და უფრო შეუფასებელი ხდება, რადგან სწორედ ელენე ახვლედიანმა შემოგვინახა თავის ტილოებში თბილისის უძველესი ხედები. “არტინფომ” მხატვარის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი და ფაქტები მოიძია, რომელსაც ჩვენს წერილში გთავაზობთ. ელენე ახვლედიანი […]

ელენე ახვლედიანის ნამუშევრები ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება

ელენე ახვლედიანის ნამუშევრები ლადო გუდიაშვილის, პორფირ კრილოვის, ზურაბ წერეთლის ნამუშევრებთან ერთად ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება. 26 ივნისს გაიხსნება გამოფენა, რომელიც ეროვნული მუზეუმის უცნობ კოლექციებს გააერთიანებს. “ქართველები მეორე მსოფლიო ომში” – ასეთია ექსპოზიციის სახელწოდება და ის ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს ეძღვნება. დამთვალიერებლი იხილავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შენაერთებში ქართველ მებრძოლთა 250-მდე მემორიალურ ნივთს, პირად წერილებს, სიგელებს, მისალოც […]

ქუთაისის თეატრში ელენე ახვლედიანის ესკიზები აღმოაჩინეს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის ესკიზები აღმოაჩინეს. მხატვრის მიერ შესრულებულ ოთხ ესკიზს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. ესკიზები გაიწმინდა მტვრისაგან, შეივსო ნაკლული ადგილები, ჩაუტარდა დეზინფექცია და კონსერვაცია. ცნობილი მხატვრის ესკიზები 1947 წელს ქუთაისის დრამატულ თეატრში რეჟისორ დოდო ანთაძის თაოსნობით აღდგენილი კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლისათვის „როგორ“ შეიქმნა. ამავე […]

30 დეკემბერი ელენე ახვლედიანის გარდაცვალების დღეა

30 დეკემბერი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის ელენე ახვლედიანი გარდაცვალების დღეა. ის 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო მხატვარი და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ის იყო გიგო გაბაშვილის მოწაფე. როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში. საქართველოში ელენე ახვლედიანი 1927 წელს დაბრუნდა. მისი მკაფიო […]