ელდარ ჭიჭიაშვილი

ულამაზესი ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია

ულამაზესი ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია

მატნის წმინდა გიორგის „გუმბათიანი“ ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია. ინფორმაციას ელდარ ჭიჭიაშვილი ავრცელებს: “ეკლესია მდებარეობს სოფელ მატნის, მარილისის მხარის ჩრდილოეთით, 7-8 კილომეტრისის მანძილზე, მატანი-ხევისჭალის დამაკავშირებელი გზის მარცხნივ, ტყით დაფარულ, ძნელად მისადგომ მაღლობზე. ნაშენებია რიყის ქვით, მოსაპირკეთებლად გამოყენებულია შირიმის ქვის კვადრები და ფილები. სავარაუდოდ, ტაძარი მე-10 საუკუნისაა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ უფრო ძველი (მე-7, მე-8 საუკუნეები) უნდა იყოს. […]

წმინდა მარინეს სამონასტრო კომპლექსი შველას ითხოვს

წმინდა მარინეს სამონასტრო კომპლექსი შველას ითხოვს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მიმდებარე ტყეში უნიკალური X საუკუნის კომპლექსი უმძიმეს დღეშია. ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს: “მატანის წმიდა მარინეს სამონასტრო კომპლექსი – სოფელ მატანის მიმდებარედ ტყეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. უნიკალური მე–10 საუკუნის კომპლექსი უმძიმეს დღეშია. საბჭოთა ხანაში ეკლესიის რესტავრაცია მოხდა, მაგრამ ახლა კრამიტის სახურავი მთლიანად აყრილია და წყალი ჩადის. ფოტოები ბატონ ელდარ ჭიჭიაშვილისა.”