ჭდე: ელდარ რიაზანოვი

ელდარ რიაზანოვს თბილისში გაიხსენებენ

რუს კინორეჟისორს, სცენარისტს, მსახიობსა და პოეტს ელდარ რიაზანოვს თბილისში გაიხსენებენ. გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება ხსოვნის საღამო, სადაც კოლეგაზე ისაუბრებენ ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი… სიმღერებს მისი კინოფილმებიდან შეასრულებს ირმა სოხაძე. გაჟღერდება რიაზანოვის უცნობი ლექსებიც. საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმი „საძინებლის გასაღები“, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ სერგეი მაკოვეცკი, სერგეი ბეზრუკოვი, ნიკოლაი ფომენკო. […]

ელდარ რიაზანოვს კინოსამყარო ეთხოვება

88 წლის ასაკში არაერთი ცნობილი და საყვარელი ფილმის რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა. ამჯერად ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდა, რადგან არაერთხელ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. რუსული ტელეარხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ელდარ რიაზანოვის მკურნალ ექიმს ფულიც კი შესთავაზა, თუკი პირველი რეჟისორის გარდაცვალების შესახებ სწორედ მას აცნობებდა. კოლეგები, მეგობრები და ახლობლები კიდევ ერთხელ იხსენებენ რეჟისორს და მის შემოქმედებას, […]