ჭდე: ძეგლი

მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი ნადგურდება

ღვინის აკვანი

მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი – ღვინის აკვანი საქართველოში ნადგურდება. – დახედეთ ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ ამ მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეს უპასუხისმგებლოდ ვექცევით, – ასე მიმართავს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საქართველოს პრემიერ მინისტრს და კულტურის მინისტრს. იგი საქართველოში ღვინის აკვნის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს: “ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს უძველესი წიპწების აღმოჩენით დასტურდება, […]

ვინ უშლის ხელს ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმას?

მუსიკოსისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმა თბილისში, დედაენის ბაღში ჯერ კიდევ თებერვალში, მისი გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა. ძეგლის მაკეტის პრეზენტაცია მისმა ავტორებმა ტელევიზიითაც გამართეს და ირაკლის მეუღლესთან ქეთათოსთან ერთად გააჟღერეს იდეა, რომ ეს იქნებოდა სრულიად ახალი, ნოვატორული ნამუშევარი. თებერვალიც გავიდა და მარტიც იწურება, მაგრამ დედა ენის ბაღში სამუშაოები არც კი დაწყებულა. როგორც ქეთათომ განაცხადა, […]

ქართულ დამწერლობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ სასტუმრო „რედისონში“ 2015 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე გააჟღერა: „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ – ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საზოგადოებისა და […]

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაზიანებულია

9 აპრილის ბაღში მდებარე მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაზიანებულია. მსახიობის ძეგლი 16 იანვარს მის დაბადების დღეზე გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი, თბილისის მერი, ხელოვანის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი ძეგლის კვარცხლბეკზე მთლიანად მოგლეჯილია წარწერა “ოთარ მეღვინეთუხუცესი”. წარწერა 9 აპრილის ბაღის დაცვის თანამშრომლებმა 17 იანვარს დილით იპოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ძეგლის დაზიანება […]

ოთარ მეღვინეთუხუცესს ძეგლი დაუდგეს

9 აპრილის ბაღში საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე მსახიობის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლის ავტორი, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. 9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. კულტურისა […]

ილია ჭავჭავაძის ძეგლი რეაბილიტირებულია

წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ფოტო, რომელიც ამ მოვლენას აფიქსირებს, დიდი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში. ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და ის 4 თვეში უნდა დასრულებულიყო. პროექტის ავტორია არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძეგლის კვარცხლბეკსა და მასთან მისასვლელ კიბეებს, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. […]