დუეტი

დატკბით ნინო სურგულაძის გენიალური შესრულებით

ნინო სურგულაძე გამარჯვებულია

ოპერის ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე თავისი განუმეორებელი სიმღერით ატყვევებს არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელსაც. ვიდეოში, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ ნინო სურგულაძე ანსამბლ “რუსთავის” მომღერალთან დავით გველესიანთან ერთად დუეტში მღერის. “უშენოდ” – ასე ეწოდება ცნობილ სიმღერას, რომელიც ნინო სურგულაძემ და დავით გველესიანმა თეა ანდრონიკაშვილთან სტუმრობისას საახალწლო სუფრის ტკბილ წუთებად აქციეს და ულამაზეს იმპროვიზაციად წარმოადგინეს.

თიკა ფაცაცია დუეტს წერს

თიკა ფაცაცია დუეტს წერს

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ახალ სიმღერაზე მუშაობს. “ბრავო რექორდსში” ის დუეტს რეპერ ძვალთან ერთად წერს. თიკას კარგა ხანია სიმღერა აღარ ჩაუწერია, რადგან აქტიურად მუშაობს ტელევიზიაში და თავისი მუსიკალური კარიერისთვის დრო აღარ რჩება. ამჯერად სამი შვილის დედამ გადაწყვიტა თავის რეპერტუარს ახალი სიმღერა შემატოს და არჩევანი კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე შეაჩერა. ტექსტი ირინა სანიკიძეს და „ძვალს“ […]

მაიკ ტაისონმა მადონასთან დუეტი ჩაწერა

მაიკ ტაისონმა მადონასთან დუეტი ჩაწერა

მსოფლიოში ცნობილმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა სპორტიდან ხელოვნებაში გადაინაცვლა. ჯერ იყო და საჯაროდ გაამხილა ოტელოს როლის თამაში მსურსო, მოგვიანებით, საკუთარი შესაძლებლობები პუბლიცისტიკაშიც სცადა, ამჯერად კი არც მეტი, არც ნაკლები, დუეტი პირდაპირ მადონასთან ჩაწერა. მომღერლისა და სპორტსმენის დუეტი სახელწოდებით ”Iconic” მადონას ახალ ალბომში ”Rebel Heart” შევა. სიმღერის ჩაწერის პროცესში ასევე მონაწილეობა მიიღო რეპერმა Chance the Rapper-მაც. მიუხედავად იმისა, რომ მადონას […]