ჭდე: დიმიტრი ყიფიანი

განადგურებული ექსპონატი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

განადგურებული ექსპონატი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები წლებია მიმდინარეობს. გიორგი ჩუბინიძე საზოგადოებას სარესტავრაციო სამუშაოების ნოვაციას აცნობს: “სარესტავრაციო სამუშაოების ნოვაცია! “XIX საუკუნის ქვევრი (მაცივრის ფუნქციის მქონე) დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციისას ჯერ დაამტვრიეს, შემდეგ ამოიღეს და ბეტონი დაასხეს. რა ვთქვა აბა, როგორც იტყვიან, კომენტარის გარეშე.”

“ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ქაქუცა გადავასვენოთ”

პანთეონების თემა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია. საზოგადოება აქტიურად მსჯელობს იმაზე, თუ ვისი ადგილია პანთეონში და ვისი – არა. ეკატერინე იმედაძე გამოდის ინიციატივით, რომ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან რამდენიმე პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მახათას მთაზე გადაასვენონ: “ისე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ქაქუცა, გალაკტიონი, გოგლა, მერაბ კოსტავა და კიდევ […]

სად წავიდა დიმიტრი ყიფიანის მუზეუმისთვის გამოყოფილი ფინანსები?

განადგურებული ექსპონატი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია. ინფორმაციას გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს: “ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის სამუშაოები შეჩერებულია! რაც რესტავრაცია დაიწყო, ფინანსური პრობლემების მომიზეზებით, სამუშაოები პერიოდულად ჩერდებოდა. როგორც გავიგე, ახლაც შეჩერებულია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჯერ გადახურული არაა, იქ კი უკვე წვიმები დაიწყო და არც ამინდის პროგნოზია დამაიმედებელი. მაინტერესებს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ გადაუხურავი, ჯერ ისედაც […]

აღმოჩენა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

განადგურებული ექსპონატი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სხვენში რესტავრაციისას აღმოჩენა გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს: “დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სხვენში რესტავრაციისას აღმოჩნდა შემდეგი ნივთები: დიმიტრი ყიფიანისეული წერილები, საბუთები, XIX საუკუნის რუსული პრესის ნაწილი, ლანგარი პარიზიდან დიმიტრი ყიფიანის ინიციალებით, პატარა ფაჩუჩი და ა.შ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამ ექსპონატების ადგილსამყოფელი იმ ,,საზოგადო მოღვაწეების” წყალობით […]

გადავარჩინოთ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი!

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაშია. სახლ-მუზეუმის სავალალო ვითარება კარგად არის ცნობილი იმ უწყებებისთვის, ვისაც მისი აღდგენა-რეაბილიტაცია ევალება, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. შენობის კედლები დაბზარულია, ჭერიდან ბათქაში ცვივა, იატაკი დამპალია, არასათანადო პირობების გამო, განადგურებულია მუზეუმში დაცული ექსპონატები, არანაირი პირობები არ არსებობს მათი მოვლისა და […]

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა

განადგურებული ექსპონატი დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში

საქართველოს საპატრიარქოს მიერ წმინდანად შერაცხული საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის დაწყება, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში დაანონსდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის სახლ-მუზეუმი ინგრევა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში საპროტესტო აქცია გაიმართება. 26 აპრილს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბებიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც მუზეუმის მდგომარეობა სულერთი არ არის. “ერთად მოვითხოვოთ […]

ცნობილი მხატვრები დიმიტრი ყიფიანის მუზეუმისთვის

ცნობილი ქართველი მხატვრები დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის აღსადგენად ერთიანდებიან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და ნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების „პატრიარქის მხედრობა“ ორგანიზებით საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ცნობილი მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს გასაყიდად გამოიტანენ. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება წმიდა დიმიტრი […]

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იწყება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იწყება. პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა, რომლის ხელმძღვანელია კახა ტრაპაიძე, მთავარი არქიტექტორი ნოდარ ამაშუკელი. პროექტის ღირებულება კი 900.000 ლარს აღწევს: ,,ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული და რესტავრირებულია დიმიტრი ყიფიანისეული შენობა და მინაშენის ნაწილი, რომელზეც შედარებით ადრეული XX საუკუნის I ნახევრის კვალი შეინიშნება. აგრეთვე გათვალისწინებულია […]