დიმიტრი ხვთისიაშვილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრს ბათუმში ელოდებიან

მოზარდ მაყურებელთა თეატრს ბათუმში ელოდებიან

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ბათუმში მიემგზავრება. 9 და 10 მაისს 20:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმული მონო სპექტაკლი „ღამე და თუთიყუში“. თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით. მთავარ როლში ნიკოლოზ ფაიქრიძე. სპექტაკლში გამოყენებულია მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ესკიზები, ნუგზარ შიუკაშვილისა და ნიკა ფაიქრიძის ლექსები. სპექტაკლი […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი შექსპირის საიუბილეო წელს უერთდება

მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში მიდის

2016 წელს მსოფლიო უპირველესი დრამატურგის უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელს აღნიშნავს. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი შექსპირის საიუბილეო წელიწადის აღნიშვნას უერთდება. 23 აპრილს 18:00 საათზე გაიმართება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის პრესკონფერენცია თემაზე შექსპირის საიუბილეო წელიწადი და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები. შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს სადადგმო ჯგუფთან ერთად შედგება პირველი რეპეტიცია პიესისა […]

სპექტაკლი, რომელშიც კოტე თოლორდავამ მონაწილეობა ვერ მოასწრო

სპექტაკლი, რომელშიც კოტე თოლორდავამ მონაწილეობა ვერ მოასწრო

მოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება მონო სპექტაკლის პრემიერა, რომელშიც კოტე თოლორდავამ მონაწილეობა ტრაგიკულად დაღუპვის გამო ვერ მოასწრო. 9, 10 , 13, 17, 20 და 27 მარტს 20:00 საათზე რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მაყურებელს შესთავაზებს წარმოდგენას „ღამე და თუთიყუში“. თამაზ ბაძაღუას უკანასკნელი პიესა პირველად 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად დადგა. […]

ახალი წლის მეკვლე გივი ბერიკაშვილი

ახალი წლის მეკვლე გივი ბერიკაშვილი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საახალწლოდ, 29 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით პატარებს გრანდიოზულ საახალწლო შოუს უმზადებს. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბავშვებს დიდი მხიარულება ელით – ერთ სცენაზე შეიკრიბებიან სხვადასხვა ზღაპრის გმირები – წითელქუდას მადევარი მგელი და მელაკუდა, ჭიამაიების მწყემსი ბიჭი სალამურა და მომღერალი ჭიამაია, კოლობოკი, მხიარული კონფერანსიე, ფიფქიას ბოროტი დედინაცვალი, მისი ერთგული ჯალათი და მრავალი […]

რევაზ მიშველაძის მოთხრობები მოზარდმაყურებელთა თეატრში დაიდგა

რევაზ მიშველაძის მოთხრობები მოზარდმაყურებელთა თეატრში დაიდგა

რევაზ მიშველაძის მოთხრობები ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში დაიდგა. 11 და 12 დეკემბერს თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. ერთმოქმედებიანი დრამა მწერლის რამდენიმე მოთხრობაზეა აგებული. მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო […]

საიუბილეო „ნაცარქექია“ განსხვავებულ ფორმატში

საიუბილეო „ნაცარქექია“ განსხვავებულ ფორმატში

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში გიორგი ნახუცრიშვილის „ნაცარქექიას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს განსხვავებულ ფორმატში ითამაშებენ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა სპექტაკლი სამი წლის წინ დადგა. ამ წლების განმავლობაში მოზარდმაყურებელთა თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი სპექტაკლი საიუბილეოდ განსხვავებული და არატრადიციული სახუმარო ფორმატით წარდგება მაყურებლის წინაშე. 29 ნოემბერს თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლს მე-200-ედ ითამაშებენ და სცენაზე მაყურებელი […]

მოზარდმაყურებელთა თეატრს დასავლეთ საქართველოში ელოდებიან

მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდში მიდის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასს დასავლეთ საქართველოში ელოდებიან. მსახიობები გასტროლით ქუთაისსა და ზუგდიდს ეწვევიან და მაყურებელს ორ სპექტაკლს შესთავაზებენ. 17 ნოემბერს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აკაკი წერეთლის საიუბილეო დღეების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ისტორიულ-სათავგადასავლო ჟანრის სპექტაკლი „ბაში-აჩუკი“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. 18 ნოემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრი ზუგდიდს ეწვევა. შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო […]

როგორია ბაში-აჩუკი 3 D-ში?

როგორია ბაში-აჩუკი 3 D-ში?

აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს საქართველოსთან ერთად იუნესკოც აღნიშნავს. წელს პოეტისა და მწერლის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ ორი თარიღის აღსანიშნავად, საქართველოში სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები ღონისძიებებს მართავენ. პოეტისა და მწერლის იუბილეს უერთდება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი და პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე წარმოადგენილი იქნება „ბაში -აჩუკი“ 3 D-ში! სპექტაკლის პრემიერა 27 სექტემბერს გაიმართება. აკაკი […]

კოტე თოლორდავას ოჯახის დასახმარებლად საღამო გაიმართება

კოტე თოლორდავას ოჯახის დასახმარებლად საღამო გაიმართება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნის საღამო გაიმართება. საღამოს რეჟისორია მისი პედაგოგი დიმიტრი ხვთისიაშვილი. ღონისძიება საქველმოქმედოა. საღამოდან შემოსული თანხა მსახიობის ოჯახს გადაეცემა. კოტე თოლორდავას ხსოვნის საღამო მოზარდმაყურებელთა თეატრში 11 მაისს 20 საათზეა დაგეგმილი. მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” გამოჩენის შემდეგ გახდა პოპულარული. ის მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც […]

როგორ ემშვიდობება კოტე თოლორდავას თავისი პედაგოგი?

როგორ ემშვიდობება კოტე თოლორდავას თავისი პედაგოგი?

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი თავის მოწაფეს კოტე თოლორდავას საკმაოდ ემოციური და ამაღელვებელი წერილით დაემშვიდობა: “ხშირად მომისმენია ქალბატონი ლილი იოსელიანის დატირება, საკუთარ გარდაცვლილ სტუდენტს რომ გლოვობდა. ტკივილი, სინანული ყოველთვის ახლავს ახლობლის გარდაცვალებას, თუმცა ეს მდგომარეობა კიდევ სხვაა და ალბათ ამოუხსნელიც. კოტე თოლორდავა უკვე მეშვიდე ნამოწაფარია ჩემს სტუდენტებს შორის, რომელმაც დატოვა ამქვეყნიური […]