Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: დემნა გვასალია

ღორის გრიპი დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში

ღორის გრიპი დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში

ღორის გრიპი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში საპატიო ტიტულით აღმოჩნდა. პარიზში გამართულ ჩვენებაზე წარმოდგენილი მაისურები, რომლებიც შემოდგომა-ზამთრის 2019 წლის სეზონისთვის დამზადდა, დამშვენებულია წარწერით: “ღორის გრიპს გადავურჩი ამიტომ ახლა ვეგანი ვარ.”

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე კოლეგას, ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელს დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს. საუბარია დემნას მიერ შექმნილ ყვითელ კაბაზე, რომელიც მიშელ ობამას ეცვა. ეს კაბა დემნას გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის კოლექციიდანაა და ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. ავთანდილი ავრცელებს 2017 წელს შექმნილი კოლექციიდან წითელი კაბის ფოტოს და დემნას პლაგიატში ადანაშაულებს. ავთანდილი: “ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017-ში, […]

მიშელ ობამა დემნა გვასალიას სამოსში

მიშელ ობამა დემნა გვასალიას სამოსში

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა ბრუკლინში ახალი წიგნის წარდგენაზე ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას კაბასა და ჩექმებში გამოცხადდა. ყვითელი კაბა, რომელიც 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა. რაც შეეხება ფეხსაცმელებს, ისინი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა და 4000 დოლარი ღირს.

დემნა გვასალია ახალ კოლექციას მავთულხლართების ფოტოთი აანონსებს

დემნა გვასალია ახალ კოლექციას მავთულხლართების ფოტოთი აანონსებს

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ბრენდის VETEMENTS გაზაფხული-ზაფხული 2019-ის ახალი კოლექციის ჩვენება 17 იანვარს გაიმართება. ქართველმა დიზაინერმა ახალი კოლექციის ჩვენება სოციალურ ქსელში მავთულხლართების ფოტოთი დააანონსა და, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ინტერესი გამოიწვია. დემნამ თავისი ორიგინალური კოლექციებით კარგა ხანია მსოფლიო მოდის სამყარო აალაპარაკა, ამიტომაც მის ახალ კოსტიუმებს ყველა დიდი ინტერესით ელოდება.

დემნა გვასალიას შექმნილი კედი ვოგისთვის პირველია

დემნა გვასალიას შექმნილი კედი ვოგისთვის პირველია

ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის სეზონისთვის შექმნილი კედი პარიზმის ვოგიმ საუკეთესოდ დაასახელა. პარიზის ვოგის საიტზე გამოქვეყნდა მამაკაცებისთვის შექმნილი 27 საუკეთესო კედი, რომელიც დიზაინერებმა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის შექმნეს. ვოგმა პირველ ადგილზე ვეტმანის მიერ შექმნილი მოდელი დაასახელა, რომლის ავტორიც დემნა გვასალიაა.

დემნა გვასალიას საქართველოში ემუქრებიან

დემნა გვასალიას საქართველოში ემუქრებიან

დიზაინერმა დემნა გვასალიამ გერმანულ უცხოურ გამოცემას “süddeutsche zeitung” ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე – საქართველოში კვლავ ჩადიხარ? დემნამ უპასუხა: “ამ მომენტში არა, მემუქრებიან. საქართველოში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც არ უხარია, რომ მსოფლიო ახლა საქართველოსთან მაკავშირებს მე, გეი დიზაინერს, აქამდე ქვეყანა მხოლოდ სტალინი და შევარდნაძე იყო. საქართველოში ჰომოსექსუალებს კვლავ დევნიან, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები კვლავ ხდება. ბოლო კოლექციაში […]

დემნა გვასალიას ახალი კოლექცია ქართული წარწერებით

დემნა გვასალიას ახალი კოლექცია ქართული წარწერებით

დიზაინერი დემნა გვასალია ერთდროულად ხელმძღვანელობს ბალენსიაგას და ვეტემენტსს. ეს უკანასკნელი მისი დაფუძნებულია და ორიგინალური კოლექციების გამო, მსოფლიო ვასრკვლავების გარდერობებში ამ ხაზით შექმნილი სამოსი საპატიო ადგილს იკავებს. გაზაფხული-ზაფხული 2019 წლის კოლექცია დემნა გვასალიამ წინა კოლექციებისგან რადიკალურად განსხვავებული კოსტიუმებით წარმოადგინა. დიზაინერმა სამოსი საქართველოს დროშებით და ქართული წარწერებით გააფორმა და ახალი კოლექციის ჩვენება ღია ცის ქვეშ მოაწყო.

დემნა გვასალიას ბალენსიაგა მილიარდიანი ბრენდის სტატუსს უახლოვდება

დემნა გვასალია წლის ადამიანია

მას შემდეგ, რაც ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დაინიშნა, ბრენდის პოპულარობამ პიკს მიაღწია. დემნა გვასალია და მისი ბალენსიაგა მილიარდიანი ბრენდის სტატუსს უახლოვდება. ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემას Financial Times ესაუბრნენ. გასული 2017 წელი ბალენსიაგასთვის ნამდვილი ოქროს ხანა იყო. ნოემბერში ბალენსიაგა დასახელდა ყველაზე მოთხოვნად ბრენდად. სპეციალისტებმა შეისწავლეს 12.000 ბრენდი, 65 […]

ხატია ბუნიათიშვილის და დემნა გვასალიას წარმატება

ხატია ბუნიათიშვილის და დემნა გვასალიას წარმატება

დიზაინერი დემნა გვასალია და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. გავლენიანმა სამხრეთ კორეულმა გამოცემამ კორეაში ყველაზე ცნობილი 10 ადამიანის სია გამოაქვეყნა, სადაც ორი ქართველი – დემნა გვასალია და ხატია ბუნიათიშვილი მოხვდნენ. გამოცემა არგუმენტად წერს, რომ BALENCIAGA-ს გახსნამდე მაღაზიასთან რიგი 3 დღით ადრე იდგა, ხოლო ხატია ბუნიათიშვილზე წერს, რომ პიანისტის კონცერტის ბილეთები პირველივე დღეს […]

მაილი საირუსი ქართველი დიზაინერის კაბაში

მაილი საირუსი ქართველი დიზაინერის კაბაში

ქართველი დიზაინერები და მათი კოსტიუმები დიდი ხანია მსოფლიო ვარსკვლავების ყურადღების ცენტრშია. მათ რიცხვშია მომღერალი მაილი საირუსიც, რომელმაც ბალენსიაგას შემოქმედებითი დირექტორის დემნა გვასალიას წითელი კაბა მოირგო. მომღერალი ამერიკული “ვოისის” მწვრთნელია და ის ერთ-ერთ საკონკურსო ტურზე სწორედ ქართველი დიზაინერის კოსტიუმში გამოცხადდა.