ჭდე: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ვანდალიზმი სამთავისში

ვანდალიზმი სამთავისში

სამთავისის ეკლესიაში ვანდალიზმი განხორციელდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირია უძველეს ეკლესია-მონასტრებში თვითნებური სამუშაოების ჩატარება, რაც სიძველეთა დაცვის წესებს წელაღებით უგულვებელყოფს. ინფორმაციას სამთავისის ეკლესიასთან დაკავშირებით დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს: “ყინწვისის ამბებიდან ერთი თვეა გასული და იგივე ვანდალიზმი ხდება სამთავისში. ისევ უკანონობა, ისევ სიძველეთა დაცვის წესების ხელაღებით უგულვებელყოფა და თვითნებობა. გადაუდებლად აუცილებელია სინოდმა საგანგებო დადგენილება მიიღოს ამ საკითხზე, […]

SOS! – დამახინჯებული კულტურული მემკვიდრეობა!

SOS! - დამახინჯებული კულტურული მემკვიდრეობა!

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ბოლო პერიოდში თვითნებური რემონტებით მახინჯდება. დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ფოტოებს ავრცელებს: “სოფელი ნაბახტევი, მანანას ხევში წმიდა გიორგის ეკლესია (ხაშურის მუნიციპალიტეტი). 2000 წელს ადგილობრივი სოფლის მოსახლეობის მიერ კუსტარულად შერემონტებული: საჭიროებს ცემენტის უხეში ნალესობისგან გაწმენდას და კვალიფიციურ რესტავრაციას.”

ბრალდებები ნიკა ანთიძეს

ბრალდებები ნიკა ანთიძეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკა ანთიძეს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ეროვნული საგანძურისთვის მეტი ყურადღების მიქცევას სთხოვს: “მიუხედავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უხერხემლო მცდელობისა, ყინწვისის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძარში, რომელიც ისტორიული და სახელოვნებო მხრივ უდიდესი ეროვნული საგანძურია, შეეჩერებინა ადგილობრივი წინამძღვრის მიერ თვითნებურად დაწყებული ახალი იატაკის დაგება, პროცესი უკვე დასრულდა. სახეზეა კიდევ ერთი ვანდალიზმი – სპეციალიტების, რესტავრატორთა […]

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის

საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩჭენის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე გვიზიარებს: “ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის: პეტერბურგში ალექსანდრე ნეველის ლავრის წმ. თეოდორეს (ფეოდოროვსკი) ტაძრის პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა საბჭოთა დროს ცემენტით გადაფარული საქართველოს სამეფო ოჯახის წევრთა, კერძოდ მეფე ერეკლეს და მეფე გიორგი მეთორმეტის შვილების, რძლების, შვილიშვილების 26 საფლავი, მათ შორის ცნობილი მკვლევრის […]

რატომ დაანგრიეს სვეტიცხოველში სამხრეთ მინაშენი?

რატომ დაანგრიეს სვეტიცხოველში სამხრეთ მინაშენი?

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სვეტიცხოველში სამხრეთ მინაშენის დანგრევის მიზეზებს განმარტავს: “სვეტიცხოვლის სამხრეთი მინაშენი (კარიბჭე და ეკვდერები), დანგრეული ეგზარქოსის ბრძანებით XIX საუკუნეში. XIX საუკუნის პირველი ნახევრის ჩანახატი. ამ ჩანახატს, რომელიც დიდი სიზუსტით გამოირჩევა, უნიკალური მნიშვნელობა აქვს სადღეისოდ, რათა წარმოდგენა გვქონდეს განადგურებული ეკვდერების არქიტექტურასა და ვიზუალზე. ფოტო გიორგი კალანდიასი. XX საუკუნის 60-იან წლებში რესტავრატორთა მიერ გამოჩენილ იქნა საძირკველი-გეგმა. […]

ძალიან კარგი ინიციატივა ბზობის დღესასწაულისთვის

ძალიან კარგი ინიციატივა ბზობის დღესასწაულისთვის

ბზობის დღესასწაული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ დღესასწაულებს შორის, რომელსაც ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს. დეკანოზი ილია ჭიღლაძე ბზობასთან დაკავშირებით ძალიან კარგ ინიციატივას აჟღერებს: “მოგილოცავთ ბაიობის, ანუ პალმობის დღესასწაულს! დიახ, დღეს პალმობაა, რადგან უფალს პალმის რტოებს უფენდნენ. ასე ჰქვია მას სხვა ენებშიც. ბზა ქართველებმა მოვიგონეთ, რადგან პალმა ჩვენს ქვეყანაში არ ხარობდა და ჩავანაცვლეთ. ახლა მალე აღარც კოლხური ბზა იხარებს […]

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “დრო არ იცდის, ეროვნული საუნჯე ნადგურდება!”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: "დრო არ იცდის, ეროვნული საუნჯე ნადგურდება!"

– მრავალი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა, ან დაზიანდა არა მხოლოდ უახლოეს თუ შორეულ წარსულში, არამედ, ეს საშინელი პროცესი ახლაც მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “წლებია (ფაქტობრივად, ღრმა ბავშვობიდან) ვსწავლობ, ვაკვირდები, ვკითხულობ საქართველოს ისტორიის, არქიტეტურის და კულტურის ძეგლების შესახებ მასალებს, სამეცნიერო, თუ საცნობარო ლიტერატურას, ვეცნობი ძეგლებს და ფოტოფიქსაციას ვეწევი აქტიურად, სპეციალისტებისთვის […]

მურჯიკანის ეკლესია დამახინჯებულია

მურჯიკანის ეკლესია

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე XIII-XIV საუკუნეებში აგებული მურჯიკანის ეკლესია დამახინჯებულია. ტაძარში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრღცელებს: “მურჯიკანის ეკლესია (მე-13-14 სს.) ახალქალაქის მუნიციპალიტეტიში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ კუსტარულად შეკეთებული, რის გამოც მეტნაკლებად დამახინჯებულია. საჭიროებს რესტავრაციას. ფოტოები კუკური მეტრეველის. SOS!!! შესასვლელს თავზე მიამაგრეს გრანიტის შავი ფილა სომხური ჯვრის გამოსახულებით.”

“SOS! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

– სამარცხვინო უპატივცემულობა უნიკალური მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო კულტურისა, შეგნებულად არ ვწერ რომელი ტაძარია, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და საქართველოს ერთ-ერთი ეკლესიის ფოტოს ავრცელებს: “ფრესკებზე მილურსმული ხატები. სამარცხვინო უპატივცემულობა უნიკალური მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო კულტურისა. შეგნებულად არ ვწერ რომელი ტაძარია, არც ის ვიცი ახლა ისევ ასეა, თუ გამოსწორდა შეცდომა. ფოტო წინა წლებისაა და ინტერნეტიდანაა. სამწუხაროდ, ამგვარ ვანდალიზმს სხვაგანაც […]

უშველეთ საინგილოში პატარა ალავერდის ჯვართამაღლების ეკლესიას

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხშირად ავრცელებს ინფორმაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ, რომლებიც მძიმე დღეში არიან. დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “კახის პატარა ალავერდის ჯვართამაღლების ეკლესია აგებული 1888 წელს. 1920-იანი წლებიდან დღემდე უმოქმედოა. საჭიროებს გადაუდებელ რესტავრაციას, განსაკუთრებით ცუდ დღეშია სახურავი. საინგილო/ჰერეთი, დღევანდელი აზერბაიჯის რესპუბლიკა.”