დეა კულუმბეგაშვილი

დეა კულუმბეგაშვილის უდიდესი წარმატება

დეა კულუმბეგაშვილის უდიდესი წარმატება

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის შემოქმედებით კარიერაში უდიდესი წარმატების დრო დადგა. შემოქმედი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება! დეას ამ ფესტივალთან განსაკუთრებული ისტორია აქვს – მისმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დასაწყისი” გასულ წელს ამ ფესტივალზე ნამდვილი ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო: კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”; დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი “ვერცხლის ნიჟარა”; ია […]

ქართული ფილმი კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში

კანის კინოფესტივალის დარბაზი უსახლკაროებისთვის

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული ფილმი მოხვდა. რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” რჩეულთა შორისაა. ფილმში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს. სასიხარულო ინფორმაცია რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა: “ქართული ფილმი მოხვდა კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, მგონი ამ საუკუნეში ეს პირველი შემთხვევა არის. ახლა ვგულშემატკივრობთ ოსკარზე, ფილმზე უამრავი ადამიანი ალაპარაკდა და აქტიურად წერს გავლენიანი უცხოური პრესაც. გაჩნდა […]

ქართული ფილმი სალონიკში დააჯილდოვეს

ქართული ფილმი სალონიკში დააჯილდოვეს

სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმი დააჯილდოვეს. რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ლეთა” პრიზი კინოფესტივალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ფილმი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე აჩვენეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ეს დეას რიგით მეორე ფილმია. “ლეთა” კანის კინოფესტივალზეც მოხვდა. უახლოეს მომავალში ქართველი რეჟისორის ნამუშევარს ბრაზილიაში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალსა და ზაგრების კინოფესტივალზე აჩვენებენ.

ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვება კინოშოკის ფესტივალზე

ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვება კინოშოკის ფესტივალზე

საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი” ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კინოფესტივალი წელს 25-ედ გაიმართა და მას ანაპამ უმასპინძლა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულთა შორის სამი ქართული ფილმი აღმოჩნდა – “მოირა”, “მამა” და “ლეთა”: პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის – ნუკრი აბაშიძე ფილმისთვის “მოირა”; ჟიურის სპეციალური პრიზი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მამა”, რეჟისორი დავით ფირცხალავა; ჟიურის სპეციალური პრიზი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა”, რეჟისორი დეა […]

ქართველმა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიგო

ქართველმა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიგო

ახალგაზრდა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიპოვა. რიგით მე-20 სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა  Sofia Meetings, რომელმაც კინომოღვაწეებს უკვე მე-13-ედ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში რეჟისორებმა, პროდიუსერებმა და დისტრიბუტორებმა ახალი პროექტები წარადგინეს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, Sofia Meetings-ის მონაწილე ქართველი დეა კულუმბეგაშვილი პროექტით “დაისი” მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მას ფულადი ჯილდო 50.000 ევრო გადაეცა.