ჭდე: დავით კინწურაშვილი

მოცარტის შედევრი ბელორუსი პიანისტისგან

ბათუმის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვამდე ორი ღონისძიებაა დარჩენილი. 21 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარსდგება ახალგაზრდა პიანისტი ბელორუსიიდან მაია ირგალინა, რომელიც ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. საღამოზე ასევე აჟღერდება მოცარტის შედევრი – მე-40-ე სიმფონია. მაია ირგალინასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და მას დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.

დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. დავით კინწურაშვილი დაკავებული პოსტიდან კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადააყენა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც მიხეილ გიორგაძემ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს და დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობების საკუთარი ნებით დატოვება ურჩია. მიხეილ გიორგაძე: “საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის დაპირისპირება, რომელიც […]

”დადგა დრო, ყველაფერს საჯაროდ დავარქვა თავისი სახელი”

დირიჟორი დავით კინწურაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასმა სამხატვრო ხელმძვანელის თანამდებობიდან გადააყენა. დასმა მას პრეტენზიები წაუყენა და პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. დავით კინწურაშვილმა პირობა დადო, რომ ყველა პრეტენზიას საჯაროდ გასცემდა პასუხს და ეს პირობა შეასრულა. დავით კინწურაშვილი: ”ძვირფასო მეგობრებო, როგორც დაგპირდით, დადგა დრო, ყველაფერს საჯაროდ დავარქვა თავისი სახელი. მე გთავაზობთ, გაეცნოთ […]

“ვეხმაურები გავრცელებულ ინფორმაციას”

ნინო სურგულაძე გვაფრთხილებს

მას შემდეგ, რაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასმა სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გადააყენა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ნინო სურგულაძის კანდიდატურა განიხილებოდა. მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ამ ფაქტს გამოეხმაურა: “გავიგე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ დრომდე არ მქონდა საშუალება მეპასუხა შეტყობინებებისათვის, რადგან ვიმყოფები საზღვარგარეთ, […]

დავით ოქიტაშვილი დავით კინწურაშვილს გადადგომისენ მოუწოდებს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი და საქართველოს ხელოვანთან პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს მხარდაჭერას უცხადებს და დავით კინწურაშვილს სამხატრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ოპერისა და ბალეტის თეატრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: “როგორც ოპერის პირველმა პირმა, სიტუაციის ნორმალიზებისა და დაძაბულობის თავიდან […]

დავით კინწურაშვილი გადააყენეს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი გადააყენეს. თეატრის გუნდმა სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართა და განაცხადა, რომ დავით კინწურაშვილის გადაყენებამდე არც ერთ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებდა. 16 ივლისი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის გადამწყვეტი დღე აღმოჩნდა. რამდენიმე საათის წინ თეატრში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა […]

თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდმა უკიდურეს ფორმას მიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. თეატრის მსახიობები უნდობლობას უცხადებენ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს და დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის წევრებმა უკიდურეს ფორმას მიმართეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ნინო გოგინაშვილმა გაავრცელა: “2016 წლის 15 ივლისიდან, ვიდრე ბატონი დავით კინწურაშვილი არ დატოვებს […]

ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკოსების უნდობლობა სამხატვრო ხელმძღვანელს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუსიკოსებმა სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს უნდობლობა გამოუცხადეს. გუნდის თანამშრომლებმა მონაწილეობა არ მიიღეს თეატრში დაგეგმილ სამხატვრო საბჭოს არჩევნებში, რომელიც ხმაურიანად წარიმართა. როგორც მუსიკოსები აცხადებენ, დავით კინწურაშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, თეატრში ახალი საოპერო სპექტაკლები არ იდგმება, ფული არამიზნობრივად იხარჯება და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დიდ პრემიებს იღებენ. ოპერის თეატრის თანამშრომლები […]

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნინო ანანიაშვილი წარმოადგენს ოპერის არაფორმალურ ხელმძღვანელს”

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან დაკავშირებით, ვნებათაღელვა არ ცხრება. ქართული საოპერო სამყაროს წარმომადგენლები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს თანამდებობის დატოვებას ურჩევენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბედი აღელვებს ცნობილ ქართველ ტენორს ზაზა ზაალიშვილსაც, რასაც გულწრფელად გამოხატავს თავის წერილში: “გული შემტკივა ჩვენს კულტურაზე, ჩვენი ოპერის თეატრზე. ოპერის თეატრის მართვა სულაც არ არის მარტივი, […]

“არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა!”

ვახტანგ მაჭავარიანის საგანგებო მიმართვა

მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ შორის არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა. ვახტანგ მაჭავარიანი: “არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა! ურთიერთობები არ დამთბარა! არ ლაპარაკობს მართალს! გაკვირვებული ვარ, რომ “ობიექტივმა” 5 თვის წინ სკაიპით ჩაწერილი ინტერვიუ მაინცდამაინც გუშინ გაუშვა.”