ჭდე: დავით კაკაბაძე

სასიხარულო ამბავი დავით კაკაბაძესთან დაკავშირებით

სასიხარულო ამბავი დავით კაკაბაძესთან დაკავშირებით

დავით კაკაბაძესთან დაკავშირებით ძალიან სასიხარულო ამბავი გაავრცელა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ: “მაგარი და სასიხარულო ამბავი! Google-მ დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას საგანგებო გამოფენა მიუძღვნა. (მსოფლიო აუდიტორიისათვის NASA-სა მიღწევებთან ერთად დავით კაკაბაძის სინემატოგრაფიც გამოიფინა). ხელოვნების სასახლის და Google-ს მორიგი ერთობლივი პროექტი მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს. პროექტი, რომელიც ნახევარი წლის […]

დავით კაკაბაძის შედევრი საქართველოდან გატანას გადაურჩა

ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ნამუშევარი სახელწოდებით “ტერენტი გრანელი” საქართველოდან გატანას გადაურჩა. გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი: “ისევ გილოცავთ! ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის კიდევ ერთი ფასდაუდებელი შენაძენი: დავით კაკაბიძის ნამუშევარი ,,ტერენტი გრანელი”, რომელიც მან პოეტს მიუძღვნა და ავტორისა და ტერენტის მინაწერებიც ამშვენებს, საქართველოში დარჩება. ერთი თვის წინ, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ, მოგვმართა (რაც მრავალმხრივ დასაფასებელი […]

გამოფენა, რომელსაც ბიძგი გრიგოლ რობაქიძის კრებულმა მისცა

31 მარტს, 19 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით, ხელოვნების სასახლეში გამოფენა სახელწოდებით – მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში გაიხსნება. ექსპოზიცია ერთგვარი მულტიდისციპლინარული კვლევაა საგამოფენო სივრცეში. გამოფენის იდეას ბიძგი მისცა 1926 წელს ტფილისში (თბილისი) გამოცემულმა მცირე ზომის წიგნმა, რომელიც წარმოადგენს ქართველი სიმბოლისტი-ექსპრესიონისტი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ადრეული დრამების კრებულს. წიგნის გარეკანის დიზაინს საფუძვლად უდევს […]

ქართული ავანგარდი მოსკოვში

“ქართული ავანგარდი” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1900-1930-იან წლებში შექმნილი უნიკალური ნამუშევრები. დამთავლიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, კირილე ზდანევიჩის, ელენე ახვლედიანის, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის შემოქმედებას. გამოფენა 12 დეკემბერს გაიხსნება და მასზე საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული 200-მდე […]

ეძებეთ ნიკალა!

გინახავთ ფიროსმანის დახატული აღდგომა?

“ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე!” – ეს გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის სიტყვებია. ნიკალას არათუ დიდი ხის სახლი, სამოვარი და მხატვრობაზე საუბარი, არამედ ერთი […]

“ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით”

ლაშა ბაქრაძის საყურადღებო ინიციატივა

გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითხოვს. საუბარია დავით კაკაბაძის დღემდე უცნობ ნამუშევარზე, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ლაშა ბაქრაძე: “ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით – გვჭირდება სპონსორი ან სპონსორები. ლიტერატურის მუზეუმში მოიტანეს დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ამაზე მეტყველებს დავით […]

დავით კაკაბაძე – მხატვარი, რომელიც სამხატვრო აკადემიიდან გააგდეს

დავით კაკაბაძეს და მისი შემოქმედებას ათეული წლებია აღტაცებაში მოჰყავს დამთვალიერებელი. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. დავით კაკაბაძის და მისი მეუღლის მსგავსად იგივე პროფესია აირჩია მათმა შვილმა ამირ კაკაბაძემ. მან მამას ოცნება აუსრულა და მხატვარი გახდა. თუმცა იგი მაშინვე ანადგურებდა ყველა იმ ნამუშევარს, რომელზეც იტყოდნენ, რომ დავით კაკაბაძის ხელწერას ჰგავდა. ამირ კაკაბაძეს […]