დავით გაბუნია

“რუსული კულტურის ცენტრს ვერ გახსნით! გამორცხულია!”

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის მიერ თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას  საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. პაატა შამუგია, პოეტი: “კარასინის მიერ გახსნილი კულტურის ცენტრი იგივეა, რაც გავრილოვის მიერ გახსნილი მართლმადიდებლობის ფორუმი. არც ერთი იყო კულტმუშაკი და არც მეორე – მართლმადიდებელი, ორივე ბედკრული კაგებეს შვილი იყო. პ.ს. აქვე ყოჩაღ კეკელიძეს! გასაგებად და პირდაპირ აჯახა უარი!” […]

დათა თავაძის გერმანული წარმატება

დათა თავაძის გერმანული წარმატება

ახალგაზრდა რეჟისორი დათა თავაძე გერმანიაში მიიწვიეს. ქალაქ კარლსრუეში მან დრამატურგ დავით გაბუნიასთან ერთად სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” დადგა. მათთან ერთად სპექტაკლზე კიდევ ერთმა ქართველმა – კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა იმუშავა, რომელმაც წარმოდგენისთვის მუსიკა დაწერა. სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” კარსლრუეს თეატრის და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. მისი პრემიერა 6 მაისს კარლსრუეს თეატრშია დაგეგმილი. სპექტაკლი კარლსრუეში ევროპული […]

“ხელოვნური სუნთქვა” ეთერში ბრუნდება

გაგრძელდება თუ არა "ხელოვნერი სუნთქვა"?

სერიალი “ხელოვნური სუნთქვა”, რომელსაც ათასობით ერთგული მაყურებელი ჰყავს, ხანმოკლე პაუზის შემდეგ ეთერში ბრუნდება. სერიალის გაჩერებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. “ხელოვნური სუნთქვის” გადაღებების შეწყვეტის მიზეზად რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფინანსური კრიზისი დაასახელა. დღეს კი სერიალის სცენარის ერთ-ერთმა ავტორმა დავით გაბუნიამ განაცხადა, რომ შემოქმედებითი ჯგუფის ნერვიულობა და მოლოდინი დასრულებულია. “ხელოვნური სუნთქვა” ეთერში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.