დავით დოიაშვილი

ქეთი დოლიძე დავით დოიაშვილს პლაგიატში ადანაშაულებს

ქეთი დოლიძე დავით დოიაშვილს პლაგიატში ადანაშაულებს

რეჟისორი ქეთი დოლიძე კოლეგას დავით დოიაშვილს პლაგიატში ადანაშაულებს. საუბარია მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმულ ერთ-ერთ ბოლო სპექტაკლზე “შეყრა”, რომელიც მაყურებელში დიდი მოწონებით სარგებლობს. ქეთი დოლიძე: “პირველი ფოტო კრიმოვის სპექტაკლიდანაა, რომელიც 2013 წელს ჩამოვიტანეთ, მეორე ფოტო კი ქართული სპექტაკლის! ასე მოპარვა და პლაგიატი “არ ტეხავს”?!”‘

ქართველი მსახიობი თეირანში საუკეთესოდ დასახელდა

ქართველი მსახიობი თეირანში საუკეთესოდ დასახელდა

თეირანში რიგით 35-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც საქართველოდან მუსიკისა და დრამის თეატრი მონაწილეობდა. დასმა ფესტივალის ფარგლებში ორი სპექტაკლი წარმოადგინა – რეჟისორ მაკა ნაცვლიშვილის ”ფსიქოზი 4.48″ და რეჟისორ დავით დოიაშვილის “ფსკერზე”. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ნანა ბუთხუზი სპექტაკლში ”ფსკერზე” შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა – მას ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცა.

დავით დოიაშვილის “მეფე ლირი” რუმინეთში

დავით დოიაშვილი დააჯილდოვეს

რუმინეთში, ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში ქართველი რეჟისორის დავით დოიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის “მეფე ლირის” პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის უკვდავი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რუმინელი მაყურებელი 11 დეკემბერს იხილავს. რუმინეთის პრესა და ტელევიზია ქართველი რეჟისორის მიერ განხორციელებულ სპექტაკლს აქტიურად აშუქებს. რუმინეთის არხებზე ტრიალებს “მეფე ლირის” პრემიერისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეორგოლი. სპექტაკლს დავით დოიაშვილი ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში უკვე ერთ […]

ნატო მეტონიძე Tribeca-ს სცენაზე

განსაცდელი, რომელსაც ნატო მეტონიძემ ღირსეულად გაუძლო

მომღერალი ნატო მეტონიძე ამერიკული პრემიერისთვის ემზადება. ნიუ იორკში, Tribeca BMCC Performing Arts Center-ში ქართველი ხელოვანი თავის ახალ ნამუშევარს წარადგენს. ცენტრში შეკრებილი მსმენელისთვის პირველად აჟღერდება ნატო მეტონიძის, დავით დოიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტი “ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე”. ეს არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც 12 წლიანი პაუზის შემდეგ მათ ერთად განახორციელეს. ინფორმაციას ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს: […]

დავით დოიაშვილი დააჯილდოვეს

დავით დოიაშვილი დააჯილდოვეს

მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი დააჯილდოვეს. ინფორმაციას და დაჯილდოების ამსახველ ვიდეომასალას მისი მეუღლე ქეთი ენდელაძე ავრცელებს. რეჟისორმა პრიზი ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის მიიღო. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა “საჩუქარი” ტრადიცია არც წელს დაარღვია და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი რამდენიმე ხელოვანს გადასცა. სიმბოლურია, რომ მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლეს სწორედ პედაგოგის სახელობის პრიზი მიენიჭა. დავით დოიაშვილთან ერთად წელს ამ […]

დავით დოიაშვილი პრემიერას ნიუ იორკის ფესტივალზე გამართავს 

მუსიკისა და დრამის თეატრი ევროპული თეატრების გაერთიანებაშია

რეჟისორი დავით დოიაშვილი სპექტაკლის პრემიერას ნიუ იორკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამართავს. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ნიუ-იორკში  „Midtown International Theater Festival Ken Davenport’s Theater“-ში წარმოადგენს პრემიერას „ცხოვრება იდიოტისა“. რიუნოსკე აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა“ ადამიანის მარტოობის, დროისა და ისტორიის მიმართ უძლურების აღსარებაა. მოთხრობა ავტორმა თავის მეგობარს დაუტოვა და სამუდამოდ დაემშვიდობა წარწერით: […]

მუსიკისა და დრამის თეატრი სტიქიით დაზარალებულებისთვის

მუსიკისა და დრამის თეატრი სტიქიით დაზარალებულებისთვის

ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრი საერთო ქველმოქმედებაში ერთვება. თეატრი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საქველმოქმედო სპექტაკლს შეეხება: – მუსიკისა და დრამის თეატრი კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით და 21 ივნისს ითამაშებს საქველმოქმედო სპეკტაკლს “გაყრა”, რომლის ბილეთებიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. დავდგეთ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და დავეხმაროთ ყველა, რითიც […]

მუსიკისა და დრამის თეატრი ევროპული თეატრების გაერთიანებაშია

მუსიკისა და დრამის თეატრი ევროპული თეატრების გაერთიანებაშია

ვასო აბაშიძის საცელობის მუსიკისა და დრამის თეატრი ახალი ევროპული თეატრების ასოციაცია “ნეტაში” გაწევრიანდა. საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობისთვის თეატრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საიმიჯო კლიპი გადაიღო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილია. კლიპის პრეზენტაცია მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართა. თეატრის ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის განცხადებით, ახალი ევროპული თეატრების გაერთიანებაში გაწევრიანება ნიშნავს უამრავ პერსპექტივას მუსიკისა და დრამის თეატრისთვის. პირველ რიგში, მოხდება ინტეგრაცია […]